ამ დილით გოგა ბითაძეს NBA-ში მორიგი შანსი მიეცა და ჩვენებურმაც კარგად გამოიყენა. ამერიკულ კარიერაში ქართველი კალათბურთელი 10-ქულიან ზღვარს მეხუთედ ასცდა. „ინდიანამ“ კი, „ტორონტო“ 129:114 დაამარცხა.
გოგამ ხუთიდან სამი ორქულიანი ჩააგდო და ოთხიდან ოთხივე საჯარიმო გამოიყენა. ერთხელ სამქულიანიც ისროლა, მაგრამ არაზუსტად. ორი მოხსნა ჰქონდა და ამდენივე დაფარება.
გოგას თამაში დომანტას საბონისის ტრავმით იყო გამოწვეული. ლიეტუველი, რომელიც პარკეტზე 40 წუთამდე ატარებს, ამჯერად მხოლოდ 11 წუთს „დასჯერდა“. საბონისის ტრავმა გოგას შანსია. ცხადია, არავის ცუდს არ ვუსურვებთ, მაგრამ თუ ლიეტუველი ცოტა ხანს „დაისვენებს“, იქნებ გოგას თამაშის დიდი დროით დამტკიცების საშუალება მიეცეს…
17 მატჩის შემდეგ, 10 მოგებით და 7 მარცხით ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. პეისერზი მომდევნო თამაშს 28 იანვარს, შარლოტთან გამართავს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
