გოგა ბითაძეს „ინდიანაში“ შანსი მიეცა და ქართველმა ცენტრმა სრულად ისარგებლა მწვრთნელის ნდობით. „სან ანტონიოსთან“ (94:109) დომანტას საბონისის გარეშე დარჩენილი გუნდის სასტარტოში დაყენებულ ბითაძეს სარეკორდო 23 წუთი მისცეს. ქულების მხრივ ქართველი დიდად არ გამორჩეულა და სულ 7 მიითვალა. სამაგიეროდ, თავდაუზოგავად იბრძოდა ფარზე და ბურთი ერთბაშად 9-ჯერ მოხსნა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, გოგამ უკვე მეორედ გაახერხა ერთ შეხვედრაში 5...
ჭდე: დომანტას საბონისი
ხუთი სამმაგი
NBA-რეგულარული სეზონის ერთ სათამაშო დღეს ხუთი სამმაგი დუბლი დაფისირდა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. პირველი სამმაგი „ოკლაჰომა“-„ნიუ იორკის“ მატჩში (97:119), გამარჯვებულთაგან ჯულიუს რენდლმა აჩვენა – 26 ქულა, 12 მოხსნა, 12 პასი. „ბრუკლინისა“ და „დეტროიტის“ (100:95) შეხვედრაში თავი წაგებულთა მცველმა ჯეიმს ჰარდენმა გამოიჩინა – 24 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი. „ფინიქსმა“ 111:122 წააგო „ინდიანასთან“, რომლის რიგებში გამორჩეული...
გოგას შანსი საბონისი
ამ დილით გოგა ბითაძეს NBA-ში მორიგი შანსი მიეცა და ჩვენებურმაც კარგად გამოიყენა. ამერიკულ კარიერაში ქართველი კალათბურთელი 10-ქულიან ზღვარს მეხუთედ ასცდა. „ინდიანამ“ კი, „ტორონტო“ 129:114 დაამარცხა. გოგამ ხუთიდან სამი ორქულიანი ჩააგდო და ოთხიდან ოთხივე საჯარიმო გამოიყენა. ერთხელ სამქულიანიც ისროლა, მაგრამ არაზუსტად. ორი მოხსნა ჰქონდა და ამდენივე დაფარება. გოგას თამაში დომანტას საბონისის ტრავმით იყო გამოწვეული. ლიეტუველი, რომელიც...
უქულო რვანახევარი
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციაში „ინდიანა პეისერსმა“ მიჯრით წაგებული 3 თამაში შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა. ინდიანაპოლისელები ნიუ იორკში ჩავიდნენ და ადგილობრივი „ბრუკლინი“ 118:108 დაამარცხეს. მიმდინარე სეზონში თუ რატომ არის „ინდიანა“ ჩვენი მხრიდან გამადიდებელი ლუპის ქვეშ კალათბურთის ქომაგებს ალბათ არ ესწავლებათ. ქართული კალათბურთის იმედი გოგა ბითაძე ხომ NBA-ს სეზონისწინა დრაფტზე სწორედ „პეისერსმა“ დაისაკუთრა. ჩვენებურის დებიუტიც წინა ტურში...



