NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ შინ „ჩიკაგო ბულსს“ 125:120 აჯობა. გოგა ბითაძეს კარგი თამაში ჰქონდა. ჩვენებური განსაკუთრებით დაცვაში გამოირჩა: გოგამ ხუთიდან სამი ორქულიანი ჩააგდო და ორივე საჯარიმოც ზუსტად ისროლა. მის აქტივში 8 ქულასთან ერთად, 5 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 4 დაფარებაც იყო. მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, ორლანდოელებმა მეტოქეს...
ჭდე: გოგა ბითაძე
ბითაძეს მოხსნა დააკლდა
გამთენიისას, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ფილადელფიას“ სტუმრად 41 ქულით აჯობა – 144:103. „ჯადოქრების“ გამარჯვებაში ჩვენებურის წვლილიც სოლიდურია – გოგას ორმაგ დუბლამდე მოხნა დააკლდა. ბითაძემ პარკეტზე 19.35 წუთი გაატარა, მისი მონაგარი კი ასე გამოიყურება – 10 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარება. გოგამ რვიდან ხუთი ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ერთხელ ისროლა და არაზუსტად. პასივში...
სანდრო იყო, გოგა – არა
NBA-ში თამაში ერთდროულად ორივე ქართველის გუნდმა მოუწია. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ საკუთარ არენაზე „ბრუკლინ ნეტსს“ უმასპინძლა და 119:110 აჯობა. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ კი სტუმრად „ბოსტონ სელტიკსთან“ 128:138 დათმო. ორლანდოელებმა წააგეს ჩვენებურის გარეშე. ბითაძეს ტრავმის გამო „ბოსტონთან“ თამაშის გამოტოვება მოუწია. „ორლანდომ“ ზედიზედ სამი მოგების შემდეგ წააგო. ახლა „ჯადოქრებს“ 10 მოგება და რვა მარცხი აქვს და...
გოგამ ისევ მოიგო
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ მოფერიანდა, ბოლო შვიდ მატჩში მეექვსედ მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში ვითარება გაიუმჯობესა. „ჯადოქრებმა“ გამთენიისას „ნიუ იორკ ნიქსი“ 133:121 დაჩაგრეს. ბითაძემ 19.07 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, თითოც ჩაჭრა და დაფარება მიითვალა. გოგამ ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამიანი და საჯარიმო არ უსვრია. პასივში ერთადერთი დაკარგვა...
ბითაძემ საქმე გამოაკეთა
NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ უმასპინძლა და 129:101 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში ეს ბითაძის გუნდის მეცხრე გამარჯვებაა და სატურნირო ცხრილშიც უკეთეს პოზიციაზე აინაცვლა. გოგამ პარკეტზე 16.18 წუთი დაჰყო, რა დროშიც 10 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. გოგამ უშეცდომოდ ისროლა: სამიდან სამი ორქულიანი და ოთხიდან ოთხი საჯარიმო...
ნაყოფიერი დრო NBA-ში
მორიგი მატჩები გაიმართა და გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა და საფლეიოფო ზონაში შეაღწია. „ჯადოქრებმა“ სტუმრად „ნიუ იორკ ნიკს“ 124:107 აჯობეს. ჩვენებური სათადარიგო იყო და პარკეტზე მხოლოდ 16.15 წუთი დაჰყო, მაგრამ ამ დროში საკმაოდ ნაყოფიერად გაისარჯა. 10 ქულა, 3 მოხსნა და ჩაჭრა – ასეთია ქართველი ცენტრის მონაგარი. გოგამ ორივე ორქულიანი და ექვსივე საჯარიმო ზუსტად...
მოგება, ქულა, მოხსნა
NBA-ში მორიგი სათამაშო დღე წარმატებული გამოდგა ჩვენებურებისთვის – ორივე ქართველის გუნდმა მოიგო, მაგრამ შედეგიანობის მხრივ განსხვავდებოდნენ. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ სტუმრად „ატლანტა“ დაამარცხა – 109:97. კანადელებმა ზედიზედ მეოთხე მატჩში იმარჯვეს და მობეგა-წაგებათა ბალანსი დადებითში გადაიყვანეს. მამუკელაშვილმა პარკეტზე 20.43 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 6 მოხსნა 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ ხუთიდან ოთხი...
მამუს მოგება, გოგას მარცხი
სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის იდენტურად მიმავალი გზა NBA-ს მერვე მატჩში გაიყო. თუ აქამდე ორივე ქართველის გუნდი ერთად იგებდა და ერთად აგებდა, დღეს დილით „ტორონტომ“ მოიგო, ხოლო „ორლანდომ“ წააგო. კანადელებმა საკუთარ მოედანზე მამუკელაშვილის ყოფილ გუნდს, „მილუოკი ბაქსს“ ეთამაშა და 128:100 გაიმარჯვა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 23 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 15 ქულით, 7 მოხსნითა და...
ბითაძის ექვსი ქულა შარლოტში
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ გოგა ბითაძის „ორლანდომ“ მოიგო. „ჯადოქრები“ „შარლოტ ჰორნეტსს“ ესტუმრნენ და 123:107 მოიგეს. ეს ორლანდოელთა მეორე გამარჯვებაა სეზონში. ბითაძემ მოედანზე 13.21 წუთი დაჰყო, რა დროშიც 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. გოგამ სამიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო თითო სამქულიანი და საჯარიმო ზუსტად ისროლა. „ორლანდოს“ ორი მოგების წილ ოთხი მარცხი აქვს და...
გოგა და მამუ ერთად მიდიან
გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში ერთნაირად მიდიან. დღეს, გამთენიისას, ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა და ორივემ წააგო. სადღეისოდ, „ორლანდოსაც“ და „ტორონტოსაც“ ერთნაირი მაჩვენებელი აქვთ – თითო მოგება და სამი მარცხი. „ორლანდო“ ამჯერად ფილადელფიაში დამარცხდა – 124:136. ბითაძე ამჯერად 14 წუთი ათამაშეს, რა დროშიც 5 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა. გოგამ სამიდან...









