მორიგი მატჩები გაიმართა და გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა და საფლეიოფო ზონაში შეაღწია.
„ჯადოქრებმა“ სტუმრად „ნიუ იორკ ნიკს“ 124:107 აჯობეს. ჩვენებური სათადარიგო იყო და პარკეტზე მხოლოდ 16.15 წუთი დაჰყო, მაგრამ ამ დროში საკმაოდ ნაყოფიერად გაისარჯა. 10 ქულა, 3 მოხსნა და ჩაჭრა – ასეთია ქართველი ცენტრის მონაგარი. გოგამ ორივე ორქულიანი და ექვსივე საჯარიმო ზუსტად ისროლა. მისი მოედანზე ყოფნის დროს ორლამდოელებმა 23 ქულა მოიგეს, რაც გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
სადღესოდ „მეჯიქს“ ექვს-ექვსი მოგება-წაგება აქვთ და მე-10 ადგილზე არიან, მომდევნო მატჩს კი „ბრუკლინთან“ შინ ითამაშებენ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
