ჭდე: გოგა ბითაძე

Home გოგა ბითაძე
მეზობლები
ჩანაწერი

მეზობლები

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. საქმეში ორივე ქართველის გუნდი ვნახეთ, ორივემ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლად არიან და ორივე ფლეი ოფის ზონაშია. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ „დალასს“ უმასპინძლა და 122:96 გაიმარჯვა. ჩვენიანი სათადარიგოთა შორის იყო და სათამაშოდ 17.32 წუთი მიეცა. სანდრო გუნდს 13 ქულით, 7 მოხსნით, 3 პასითა და თითო ჩაჭრა-დაფარებით შეეწია. მან...

გოგას ოთხიდან ოთხი
ჩანაწერი

გოგას ოთხიდან ოთხი

NBA-ში მორიგი მატჩების გამართეს ქართველების გუნდებმა და ისევ განსხვავებულად ითამაშეს. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „დალასს“ უმასპინძლა და 115:114 დაამარცხა. „დალასი“ მატჩის დასრულებამდე 35 წამით ადრე 4 ქულას იგებდა, მაგრამ ჯერ ჯეილენ საგსმა ჩააგდო სამქულიანი, სამი წამით ადრე კი ორლანდოელთა სასტარტო ცენტრმა, ვენდელ კარტერმა გუნდს გამარჯვება მოუტანა. გოგა სწორედ კარტერის სათადარიგოა და პარკეტზე 12.05 წუთით გამოჩნდა, რა...

სხვა როლი და თამაში…
ჩანაწერი

სხვა როლი და თამაში…

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. თუმც, ისევ განსხვავებული როლებითა და შედეგებით. გოგა ბითაძე „ორლანდო“ – „ვაშინგტონის“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. მასპინძლებმა 126:109 მოიგეს და ჩვენებურმა გუნდის გამარჯვებაში საკუთარი წვლილიც დაიდო. ბითაძემ პარკეტზე 21.28 წუთი დაჰყო, რა დროშიც 9 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ სამიდან ორი ორქულიანი...

მოგებები სხვადასხვა როლებით
ჩანაწერი

მოგებები სხვადასხვა როლებით

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. ორივემ მოიგო, მაგრამ ჩვენებურებს სხვადასხვა როლები ერგოთ. როგორც ხშირად ხდება, სანდრო მამუკელაშვილი მოედანზე იყო და გუნდს დაეხმარა, გოგა ბითაძეს კი არ უთამაშია. „ტორონტო“ მამუკელაშვილის ყოფილ გუნდს, „მილუოკის“ ესტუმრა და 122:94 დაამარცხა, რაშიც სანდრომ სოლიდური წვლილი შეიტანა. მამუმ მოედანზე 22:44 წუთი დაჰყო, რა დროშიც 15 ქულა, 4...

მამუს მოგება, გოგას მოგება
ჩანაწერი

მამუს მოგება, გოგას მოგება

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. მოიგო ორივემ… სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „ჩიკაგო ბულსი“ 123:107 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 23.18 წუთი გაატარა. მამუმ 17 ქულა, 5 მოხსნა, სამი ჩაჭრა, თითოც პასი და დაფარება მიითვალა. სანდრომ სამიდან ერთი ორქულიანი, ექვსიდან ოთხი სამქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. ეს...

ორი მარცხი
ჩანაწერი

ორი მარცხი

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. ორივე ქართველის გუნდმა წააგო. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ ბოსტონში „სელტიკს“ ესტუმრა და 117:125 დამარცხდა. ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა, მაგრამ არა ცენტრის, არამედ მძიმე ფორვარდის პოზიციაზე. მამუმ მოედანზე 24.55 წუთი დაჰყო, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა, თითო პასი და დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილმა რვიდან შვიდი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორივე...

ქართველებმა ბოლო წამებზე მოიგეს
ჩანაწერი

ქართველებმა ბოლო წამებზე მოიგეს

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. ითამაშა ორივე ქართველის გუნდმა და ორივემ მოიგო. ორივემ ბოლო წამზე და ორივემ თითო ქულით. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ „შარლოტს“ ესტუმრა და მეტოქე საფინალო სირენასთან ნასროლი სამქულიანით 97:96 დაამარცხა. ორი წამით ადრე „ჰორნეტსი“ ორი ქულით იგებდა, თუმც დარჩენილ დროში, გვერდითი ხაზიდან ბურთი მამუმ იმანუელ ქვიქლს გადააწოდა, ვისი ნასროლი შორეული სამქულიანი ზუსტი აღმოჩნდა და...

მამუს 13
ჩანაწერი

მამუს 13

NBA-ში მორიგი მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ და „გოლდენ სტეიტი“ დაძაბულ, ოვერტაიმიან მატჩში 141:127 დაამარცხა. მიუხედავად ჯეიკობ პოელტლის არყოფნისა, ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ვერც იმას ვიტყვით, რომ დიდი დრო მიეცა – 21.48 წუთი. თუმცა, ნაყოფიერად გაისარჯა – 13 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება. მამუმ შვიდიდან ხუთი ორქულიანი და ოთხიდან...

გოგა გოლდენ სტეიტთან…
ჩანაწერი

გოგა გოლდენ სტეიტთან…

NBA-ში მორიგი მატჩები იყო. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ კალიფორნიაში „გოლდენ სტეიტს“ ესტუმრა და 97:120 დამარცხდა. ჩვენებურმა პარკეტზე 14.29 წუთი დაჰყო, რა დროშიც 2 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ სამივე ორქულიანი ააცილა, ხოლო ორივე საჯარიმო ჩააგდო. ჩვენებურის პასივში ერთადერთი დაკარგვა იყო, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი ფლორიდელებმა 16 ქულა წააგეს. „მეჯიქი“...

მამუს 24
ჩანაწერი

მამუს 24

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ მორიგი მატჩი გამართა და საკუთარ მოედანზე „ბოსტონ სელტიქსთან“ 96:112 დამარცხდა. ჩვენებური ისევ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 29.47 წუთი გაატარა, რა დროშიც 24 ქულა, 5 მოხსნა, თითოც პასი და დაფარება მოინაგრა. მამუმ ოთხიდან სამი ორქულიანი და ცხრიდან ექვსი სამქულიანი ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი, „ტორონტომ“ მეტოქეზე...