გამთენიისას, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ფილადელფიას“ სტუმრად 41 ქულით აჯობა – 144:103. „ჯადოქრების“ გამარჯვებაში ჩვენებურის წვლილიც სოლიდურია – გოგას ორმაგ დუბლამდე მოხნა დააკლდა. ბითაძემ პარკეტზე 19.35 წუთი გაატარა, მისი მონაგარი კი ასე გამოიყურება – 10 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარება. გოგამ რვიდან ხუთი ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ერთხელ ისროლა და არაზუსტად. პასივში ერთი დაკარგვა და სამი ფოლი ჰქონდა. მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი „ორლანდომ“ მეტოქეზე 11 ქულით მეტი ჩააგდო.
სადღეისოდ „ორლანდოს“ 11 მოგება და 8 მარცხი მოუგროვდა, ამ მაჩვენებლით კი, აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. ქართველი ცენტრის გუნდი მომდევნო მატჩს კონფერენციის ლიდერ „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგ სტუმრად ითამაშებს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
