NBA-ში თამაში ერთდროულად ორივე ქართველის გუნდმა მოუწია. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ საკუთარ არენაზე „ბრუკლინ ნეტსს“ უმასპინძლა და 119:110 აჯობა. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ კი სტუმრად „ბოსტონ სელტიკსთან“ 128:138 დათმო.ორლანდოელებმა წააგეს ჩვენებურის გარეშე. ბითაძეს ტრავმის გამო „ბოსტონთან“ თამაშის გამოტოვება მოუწია. „ორლანდომ“ ზედიზედ სამი მოგების შემდეგ წააგო. ახლა „ჯადოქრებს“ 10 მოგება და რვა მარცხი აქვს და მეცხრე ადგილამდე დაქვეითდნენ.
„ორლანდო“ მომდენო მატჩს უაშუალო კონკურენტ „ფილადელფიასთან“ სტუმრად ითამაშებს. მამუკელაშვილმა კი სასტარტო შემადგენლობაში იდგა და პარკეტზე 26.33 წუთი გაატარა. ქართველის მონაგარი 12 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასია. მამუმ ხუთიდან სამი ორქულიანი და ოთხიდან ორი სამქულიანი ჩააგდო. პასივში ერთი დაკარგვა და ოთხი პერსონალური ფოლია. მისი მოედანზე ყოფნის დროს „ტორონტომ“ მეტოქეზე 11 ქულით მეტი ჩააგდო, რაც გუნდში მესამე მაჩვენებელია. 12 მოგებითა და 5 მარცხით „ტორონტომ“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილი შეინარჩუნა. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს „კლივლენდ კავალიერსთან“გამართავს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
