
NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ უმასპინძლა და 129:101 დაამარცხა.
მიმდინარე სეზონში ეს ბითაძის გუნდის მეცხრე გამარჯვებაა და სატურნირო ცხრილშიც უკეთეს პოზიციაზე აინაცვლა. გოგამ პარკეტზე 16.18 წუთი დაჰყო, რა დროშიც 10 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა.
გოგამ უშეცდომოდ ისროლა: სამიდან სამი ორქულიანი და ოთხიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ერთი დაკარგვა და ორი პერსონალური ფოლი ჰქონდა. მისი მოედანზე ყოფნის დროს კი, „ორლანდომ“ მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდო. „ორლანდოს“ ახლა ცხრა მოგების წილ 7 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა.
ქართველი ცენტრის გუნდი მომდევნო მატჩს „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ შინ ითამაშებს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
