NBA-ში ქართული დერბი შედგა – სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ გოგა ბითაძის „ორლანდოს“ უმასპინძლა და 105:116 დამარცხდა.
მოედანზე ორივე ქართველი კალათბურთელი ვიხილეთ. უფრო მეტი მამუკელაშვილმა ითამაშა, მაგრამ უკეთ ბითაძემ.
გოგამ პარკეტზე 11.52 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 6 მოხსნა, თითოც პასი და დაფარება დააგროვა. ბითაძემ კალათს ერთხელ შეუტია, რომელიც ზუსტი აღმოჩნდა. მამუკელაშვილმა 19.01 წუთი ითამაშა და მისი მონაგარი მხოლოდ 3 ქულა იყო. მამუმ ოთხი ცდიდან ერთი სამქულიანი ჩააგო, ხოლო ორი ორქულიანი ააცილა.
„ორლანდო“ 37 მოგებითა და 40 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო მატჩს სტუმრად „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ გამართავს.
მამუკელაშვილის „სან ანტონიო“, რომელიც დასავლეთ კონფერენციაში მეცამეტეა, „დენვერ ნაგეთსს“ ესტუმრება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
