დაგეგმილი მარცხი

Home კატეგორიის გარეშე დაგეგმილი მარცხი
დაგეგმილი მარცხი

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მარცხი იწვნია. ჩვენი გუნდი ამჯერად ბერძნებს გაეჯიბრა და დიდი ანგარიშით წააგო. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს „დაგეგმილი“ მარცხი იყო.

ალეკსანდრ ჯიკიჩმა გოგა ბითაძე საერთოდ არ ათამაშა, ხოლო ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა და აქცენტი უფრო მომავალ მატჩებზე გააკეთა. ვნახოთ რამდენად გაამართლებს სერბი სპეციალისტის ეს ჩანაფიქრი.

მატჩის მიმდინარრეობიდან გამომდინარე, დასაწერი ბევრი არაფერია, ამიტომ დღეს ამ მოკლე ამბით შემოვიფარგლოთ. ჩვენებმა 53:94 წააგეს.

ანდრონიკაშვილი, მამუკელაშვილი (14ქ), ჯინჭარაძე (2ქ), ბურჯანაძე (2ქ), შერმადინი (11ქ, 7მ), სანაძე (11ქ), კორსანტია (8ქ), ფევაძე, შენგელია (2ქ), ბითაძე, ბოლდუინი (3ქ), ოჩხიკიძე.

მიხეილ ჟრჟოლიანი ლიმასოლიდან საგანგებოდ სარბიელისთვის

 

ავტორის პროფილი

მიხეილ ჟორჟოლიანი