ტრავმის გამო გოგა ბითაძემ ორი კვირა იუქმა და მოედანს დღეს გამთენიისას, „მაიამისთან“ მატჩისას დაუბრუნდა.
„ორლანდო მეჯიქმა“ კი სტუმრად, ოვერტაიმში 119:125 დამარცხდა. ბითაძისთვის თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მაგრამ მერე მოედანზე 22 წუთი დაჰყო. არადა, ვფიქრობთ, ქართველ ცენტრი მეტ დროს იმსახურებს და თუნდაც იმიტომ, რომ მისი მოედანზე ყოფნისას გუნდმა 21 ქულით მეტი ჩააგდო, ხოლო კონკურენტის, ვენდელ კარტერის თამაშისას 25 ქულით წააგო. გოგას ორმაგ დუბლამდე მოხსნა დააკლდა – 10 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
ჩვენებურმა ოთხიდან ოთხი ორქულიანი და ოთხიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. ორლანდოელებს ბოლო დროს წაგებები მოუმრავლდათ და ახლა ფლეი ინის ზონაში არიან.
24 მოგებითა და ამდენივე მარცხით ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მეშვიდე ადგილზეა და ფლეი ოფის ზონაში შესასვლელად იბრძვის.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
