NBA-ში მორიგი სათამაშო დღე იყო და ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ორლანდოს მატჩს ჰქონდა. საქმე ის არის, რომ ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, „ჯადოქრების“ ერთ-ერთი ლიდერი პაოლო ბანკერო მოედანს დაუბრუნდა, რამაც გუნდში ბითაძის როლი და დრო შეამცირა. ორლანდომ მილუოკი ბაქსს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 106:109 წააგო. ბითაძემ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი კი შეინარჩუნა, მაგრამ… ბითაძემ მოედანზე 22:33 წუთი გაატარა. თითქოს...
ჭდე: გოგა ბითაძე
ბითაძე გუნდში საუკეთესოა
NBA-ში მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ და შინ „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ 89:104 დამარცხდა. „ჯადოქრების“ საუკეთესო მექულე სწორედ ჩვენებური გახდა, ვინაც 30 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მოინაგრა. გოგამ 11-დან შვიდი ორქულიანი ჩააგდო, ერთი ჯარიმაც ზუსტად ისროლა, ხოლო ერთი სამქულიანი ააცილა. ბოლო პერიოდში „ორლანდოს“ მოგება უჭირს, რადგან ბევრი...
გოგა იგებს, მამუ აგებს
NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ორლანდომ“ და „ნიუ იორკ ნიკსი“ სტუმრად 104:93 დაამარცხა. პირადი ანგარიში ჩვენებურისთვის შედარებით მოკრძალებული გამოდგა – ბითაძემ მოედანზე 22:18 წუთი დაჰყო, რა დროშიც 6 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 3 დაფარება მიითვალა. გოგამ ნიუ იორკელთა კალათს ხუთჯერ შეუტია და სამჯერ ზუსტი იყო. პერიმეტრიდან და საჯარიმოს ხაზიდან კი...
ორმაგამდე ქულა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „ორლანდო მეჯიქმა“ „იუტა ჯაზს“ უმასპინძლა და 92:105 დამარცხდა, ხოლო გოგა ბითაძეს მორიგ ორმაგ დუბლამდე ქულა დააკლდა. ჩვენებური ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი გაატარა. გოგას ანგარიშზე 9 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრაა. ქართველმა ცენტრმა შვიდიდან სამი ორქულიანი და ორიდან ერთი სამქულიანი ჩააგო, საჯარიმოს ხაზიდან კი...
წლის პირველი ორმაგი
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „ორლანდო მეჯიქმა“ ტორონტოში 106:97 გაიმარჯვა და სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. ფლორიდელთა გამარჯვებაში საკუთარი, არც თუ მცირე წვლილი, ქართველ ცენტრსაც შეიტანა, რომელიც სამმაგ დუბლსაც მიუახლოვდა. ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც მის ანგარიშზე 11 ქულა, 13 მოხსნა, 7 პასი, 3 დაფარება, 1 ჩაჭრა დაგროვდა და სეზონში...
ბითაძე ორმაგამდე ჩხუბმა არ მიუშვა
გოგა ბითაძის „ორლანდო“ მაგარ სვლაზეა და ბოლო მატჩში გასული სეზონის ჩემპიონი „ბოსტონი“ დაამარცხა – 108:104. ორლანდოელებმა ისევ შემოატრიალეს თამაში, თუმც წინასგან განსხვავებით, ახლა პირველ ტაიმში ჩამორჩებოდნენ 15 ქულით. რაც შეეხება ბითაძეს, სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 2-2 ჩაჭრა და დაფარება დააგროვა. „ორლანდოს“ ქართველმა ცენტრმა შვიდი...
გოგამ ორმაგი მეათედ დაისხა
გამთენიისას გოგა ბითაძემ და „ორლანდო მეჯიქმა“ საოცარი მატჩი მოიგეს. ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ ორლანდოელებმა ფლორიდულ დერბიში „მაიამის“ 121:114 აჯობეს, ხოლო ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში მე-10 ორმაგი დუბლი მიითვალა. „ორლანდომ“ პირველი პერიოდიც წააგო, მეორეც და მესამეც. ბოლო მეოთხედის წინ 22 ქულით ჩამორჩებოდა, მეოთხე პერიოდის დასაწყისში კიდევ ერთი სამქულიანი მიიღო და… დარჩენილ დროში მოედანზე ერთი გუნდი იყო...
გოგამ მერვე ორმაგი…
რეგულარულ სეზონში „ორლანდო მეჯიქის“ ცენტრმა გოგა ბითაძემ მერვე ორმაგი დუბლი გაიფორმა. არადა, „ორლანდომ“ ჩვენებურის ყოფილ გუნდთან 109:114 წააგო, მაგრამ გოგამ იანის ადეტოკუმბოსთან ბრძოლაში 12 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. გოგასთვის ეს მატჩი სათამაშო დროის მხრივ სარეკორდო იყო. აქამდე ნბა-ს მატჩში ყველაზე მეტი – 35 წუთი ჰქონდა ნათამაშები, „მილუოკი ბაქსთან“ შეხვედრაში კი, 38 წუთი გაისარჯა. ქართველმა...
გოგა დაფრინავს, სანდრო ზის
NBA-ს მიმდინარე სეზონში გოგა ბითაძემ მეექვსე ორმაგი დუბლი მიითვალა, მისმა „ორლანდომ“ კი ბოლო 13 მატჩიდან 12 მოიგო. ყველა ამ მატჩში ქართველი ცენტრი ძირითად შემადგენლობაში იყო. ამჯერად „ორლანდომ“ „ბრუკლინი“ 100:92 დაამარცხა, რაშიც ჩვენებურის წვლილი არცთუ მოკრძალებული იყო – 12 ქულა, 13 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 პასი და 2 დაფარება. გოგამ 6-6 ორქულიანი და საჯარიმო ესროლა, რომელთაგან...
ბითაძის მეხუთე ორმაგი
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძისთვის მოვლენები საინტერესოდ მიმდინარეობს… სამკვირიანი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა „ორლანდო მეჯიქის“ ძირითადი ცენტრი ვენდელ კარტერი და, თითქოს, ჩვენებურსაც სათადარიგოთა სკამზე უნდა გადაენაცვლა. თუმცა, ამჯერად განაცხადში არ იყო პაულო ბანკერო და მწვრთნელმაც კარტერ-ბითაძის წყვილის ერთად დაყენება გადაწყვიტა. არც შემცდარა – ორლანდოელებმა ბოლო 11 მატჩიდან მე-10 შეხვედრა მოიგეს და ამჯერად „ჩიკაგო“ 133:119 დაამარცხეს....









