გოგა დაფრინავს, სანდრო ზის

Home კატეგორიის გარეშე გოგა დაფრინავს, სანდრო ზის
გოგა დაფრინავს, სანდრო ზის

NBA: Orlando Magic at Brooklyn Nets | Fieldlevel | mdjonline.comNBA-ს მიმდინარე სეზონში გოგა ბითაძემ მეექვსე ორმაგი დუბლი მიითვალა, მისმა „ორლანდომ“ კი ბოლო 13 მატჩიდან 12 მოიგო. ყველა ამ მატჩში ქართველი ცენტრი ძირითად შემადგენლობაში იყო.

ამჯერად „ორლანდომ“ „ბრუკლინი“ 100:92 დაამარცხა, რაშიც ჩვენებურის წვლილი არცთუ მოკრძალებული იყო – 12 ქულა, 13 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 პასი და 2 დაფარება.

გოგამ 6-6 ორქულიანი და საჯარიმო ესროლა, რომელთაგან ზუსტი 4-4 იყო. სამქულიანი არ უსვრია. გუნდში ყველაზე მაღალი +/- ბალანსი (15) ჰქონდა, ხოლო პასივში ერთადერთი დაკარგვა.

„მეჯიქი“ ახლა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა და მხოლოდ „ბოსტონ სელტიკსს“ და „კლივლენდ კავალიერსს“ ჩამორჩება. ბითაძეს შემდეგი თამაში „ნიუ იორკ ნიქსთან“ უწევს.

მოიგო სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომაც“. ტეხასელებმა ამჯერად „საკრამენტო კინგსს“ აჯობეს – 127:125. სამწუხაროდ, მამუკელაშვილს ამ მატჩში დრო არ მისცემია, ხოლო „სან ანტონიომ“ ფლეი ინის ზონაში შეაღწია, რაც ბოლო წლების მანძილზე გაიშვიათებული ჰქონდა.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...