მატჩი ჩაიშალა, ბოვე სიკვდილს გადაურჩა

Home კატეგორიის გარეშე მატჩი ჩაიშალა, ბოვე სიკვდილს გადაურჩა
მატჩი ჩაიშალა, ბოვე სიკვდილს გადაურჩა

იტალიაში „ფიორენტინასა’’ და „ინტერის’’ შეხვედრა მე-16 წუთზე შეწყდა. მიზეზი: ფლორენციელთა მოთამაშეს ედუარდო ბოვეს გულის შეტევა მოუვიდა. ის მოედანზე დაენარცხა. მასთან დაუყოვნებლივ მივარდნენ გუნდის ექიმები და პირველადი დახმარება გაუწიეს. ფეხბურთელები წაქცეულის გარშემო შეგროვდნენ. მატჩი გადაიდო. მისი გადათამაშების თარიღი მომავალში გადაწყდება.

ედუარდო ბოვე საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლე დეფიბრილატორის დაუყოვნებელმა გამოყენებამ გადაარჩინა. როგორც ექიმები ამბობენ, მოედანზე მისი გული რამდენიმე წამით გაჩერდა. ფეხბურთელი ვერ სუნთქავდა. სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლამდე პირველი დიდი დახმარება თანაგუნდელს აგრეთვე გაუწიეს გერმანელმა რობინ გოსენსმა და დანილო კატალდიმ.

ახლა 22 წლის მოთამაშე, რომელიც „რომას’’ საკუთრებაა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სედატიური წამლების ქვეშ იმყოფება. პირველადმა ტესტებმა აჩვენეს, რომ ცენტრალური ნერვული და კარდიორესპირატორული სისტემა დაზიანებული არ არის. უახლოეს 24 საათში ედუარდო ბოვეს თავიდან გამოიკვლევენ.

Ox on the ground

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.