ხელბურთში საკრალური რიცხვი, ვფიქრობთ, არ არსებობს, მაგრამ ევრო-2018-ის პირველ ტურში თექვსმეტიდან ხუთმა გუნდმა 32-32 გოლი უთავაზა მეტოქეს და თამაში ხუთივემ მოიგო, ზოგმა გაჭირვებით, სხვებმა კომფორტულად. ტურის ცენტრალური თამაში არა სპორტულ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში ხორვატია – სერბეთი გახლდათ და მოედანზე აშკარა ფავორიტის (ხორვატია) ყოფნის მიუხედავად, სერბთა ახალგაზრდულმა კოლექტივმა თამაშის პირველი მესამედი ყოჩაღად ჩაატარა. სერბები წელში თამაშის...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
იგებს და…
ბუნდესლიგა განახლდა. „ბაიერნმა” ლევერკუზენის „ბაიერს”, რომელსაც ზედიზედ 12 თამაში არ წაეგო, სტუმრად 3:1 ძლია. მოდი და ამის მერე გაგიკვირდეს რომ ამბობენ, გერმანიაში ჩემპიონის ვინაობა გარკვეულიაო. არადა, მასპინძლებმა რიხით დაიწყეს თამაში. მიუნხენის გუნდიდან გოლები გაიტანეს ხავი მარტინესმა, ფრანკ რიბერიმ და ხამეს როდრიგესმა. მასპინძელთა გოლი თამაშის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე, 0:2-ზე, კევინ ფოლანდმა შეაგდო. „დოიჩე ველე” წერს,...
ბათუმი გია გეგუჩაძემ ჩაიბარა
გადაწყვეტილი ამბავი – ბათუმის „დინამოს“ გია გეგუჩაძე ჩაიბარებს. შევიტყვეთ, რომ მისი ფუნქციები მხოლოდ მთავარი გუნდით არ შემოიფარგლება და პარალელურად, როგორც კლუბის საფეხბურთო აკადემიას, ისე ასაკობრივ გუნდებს და ზოგადად ბათუმურ ფეხბურთს გაუწევს კურირებას. შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძეს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებსა და კლუბებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მხოლოდ ის რად ღირს, რომ თბილისის „დინამომ“ პირველად და ჯერჯერობით...
ევროტანკი
საკალათბურთო ევროლიგამ პირველი წრე შეაჯამა და პოზიციების მიხედვით საუკეთესოებიც გამოავლინა. თორნიკე შენგელია მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ევროლიგაში მეორე კაცად აღიარეს. „ბასკონიას“ ქართველი „ტანკი“ ყოველ შეხვედრაში საშუალოდ 15,3 ქულას, 6 მოხსნას და 1,8 შედეგიან გადაცემას ასრულებს. მასზე წინ რეიტინგში ლიტვური „ჟალგირისის“ პაულიუს იანკუნასი დააყენეს. არადა, სტატისტიკით ლიტველი თოკოს ყველა მაჩვენებელში ჩამორჩება: 13 ქულა, 5.1 მოხსნა და 1.5...
ტევესის ერთი გოლი – 9 490 000 დოლარი
საქმეს ისეთი პირი უჩანს, კარლოს ტევესი ჩინურ „შანხაი შენხუას“ დატოვებს და კარიერას მშობლიურ „ბოკა ხუნიორსში“ დაასრულებს. ვარაუდები შერეკილი ვარსკვლავის სამომავლო გეგმების შესახებ არგენტინული გუნდის გუშინდელ ვარჯიშზე მისმა დასწრებამ განამტკიცა. თავიდან ჩინელები კარლოსს 10 თვეში 25 მილიონ დოლარს ჰპირდებოდნენ, მაგრამ 2016-ში ორწლიან და 38-მილიონიან კონტრაქტზე შეთანხმდენ. ტევესს კვირაში 730 000 დოლარი გამოსდიოდა. სულ 20 შეხვედრაში მიიღო...
ევროპა, რომელიც უდრის მსოფლიოს
დღეს ხელბურთში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატი იწყება. ვამბობთ “ევროპას”, ვგულისხმობთ “მსოფლიოს”, რადგან 1898 წელს დანიელი მოფარიკავის, მსროლელისა და ტანმოვარჯიშე ჰოლგერ ნილსენის მიერ ამ ჩინებული საბურთაო თამაშის გამოგონების შემდეგ ხელბურთმა დიდი და ნაყოფიერი გზა განვლო, მაგრამ ბებერ კონტინენტს დიდად ვერ გასცდა. იხილეთ თუნდაც შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის დასკვნითი ცხრილი, სადაც არაევროპული ნაკრებების შედეგები ჯადოსნურ სახეს...
კანტე-კონტე მანქანათა მსხვრევა ჩელსიში
„ჩელსის” წევრებს ეტყობა საავტომობილო ცოდვებმა უწიათ. გუშინ ნგოლო კანტეს ავარიაზე გიამბეთ, დღეს კი ანტონიო კონტეს მანქანის დაზიანების ამბავი უნდა გითხრათ: ლონდონიდან 27 კილომეტრში, კობჰემის საწვრთნელ ცენტრში, ქარმა მინის მაგიდა აიტაცა და ტერასიდან პირდაპირ „ლურჯების” მწვრთნელის „ნისანს” დაახეთქა. მანქანა მანქანად და ბეწვზე გადარჩა კლუბის კომუნიკაციათა დირექტორი სტივ ატკინსი. როდესაც მაგიდა ავტომობილს დაეზღერთა და უამრავ ნაწილად დაიფშვნა, ატკინსი...
რა ხმაურია? რეალმა მოიგო!
უეფას ვებ-გვერდზე 9 მილიონამდე ქომაგის მიერ მიცემული ხმებით შედგა 2017 წლის გუნდი, რომელშიც „რეალის“ 5 ფეხბურთელია: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი) – მეხუთედ მოხვდა უეფას გუნდში და მხოლოდ იკერ კასილასს (6) ჩამორჩება. ყველაზე მხცოვანია (39 წლის) ვინც ამ გუნდში ყოფილა. დანი ალვეში (პსჟ ) – მეხუთედაა და გაუტოლდა ჟერარ პიკეს და ფილიპ ლამს. სერხიო რამოსი (რეალი) –...
ბარსამ ობელისკი დადგა
„პალმეირასის“ 23 წლის მცველი იერი მინა „ბარსელონამ“ 11 მილიონ 800 ათას ევროდ იყიდა. კოლუმბიელი ფეხბურთელი დღესვე სან პაულუდან ჩაფრინდება ბარსელონაში და ოთხწლინახევრიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. კონტრაქტის გამოსყიდვის ფასია 100 მილიონი. ერთი კვირის წინ „დორტმუნდმა“ 27 მილიონი შეაძლია „პალმეირასს“, მაგრამ „ბარსა“ ბრაზილიურ კლუბს ზაფხულშივე შეუთანხმდა და მინაც ატეხილი იყო იანვარშივე „ბარსელონაში“ გადასვლაზე. იერი მინამ – მეტსახელად...
მეთოფე ღამურებში
26 წლის ფრანგი ნახევარმცველი ფრანსის კოკელინი „არსენალიდან“ „ვალენსიაში“ გადავიდა. „ღამურებმა“ „მეთოფის“ სანაცვლოდ 12 მილიონი გირვანქა გადაიხადეს და კონტრქტი 2022 წლამდე გაუფორმეს. კოკელინი 2008 წლიდან „არსენალშია“ და სამჯერ იყო განათხოვრებული – „ლორიენში“, „ფრაიბურგსა“ და „ჩარლტონში“ ( 2014). „ჩარლტონიდან“ დაბრუნებულს კარგი დრო დაუდგა, მაგრამ ამ სეზონში ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდებოდა და კარიერის „ვალენსიაში“ გაგრძელება გადაწყვიტა. „ვალენსია“ მესამე...









