„ბარსას“ სამზარეულოდან ლეო მესის ახალი კონტრაქტის დეტალებმა გამოჟონა. რეალურად ეს სამი კონტრაქტია. პირველი თავად ფეხბურთელთან, რომელაც მამამისმა მოაწერა ხელი. მეორე Leo Messi Management – თან, რომელიც ლეოს სახელით და „ფეისით“ ვაჭრობს და მესამე, მესის საქველმოქმედო ფონდთან. ციფრები გიჟურია! თუ ლეო კონტრაქტით გათვალისწინებულ ოთხ წელიწადს გაატარებს კლუბში, მისი ჯამური (ოთხი წლის) ანაზღაურება 424 მილიონ ევროზე მეტი...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
რაჯა, გინდა ჩინეთში?!
„რომას“ ბელგიელმა ნახევარმცველმა რაჯა ნაინგოლანმა კარიერა, შესაძლოა. აზიაში, კერძოდ, ჩინეთში გააგრძელოს – ბელგიის ნაკრების ფეხბურთელს „გუანგჟუ ევერგრანდი“ საკმაოდ სარფიან წინადადებას სთავაზობს, „რომას“ კი მის ტრანსფერში 50 მილიონ ევროს უხდის. „გუანგჟუ ევერგრანდს“ მოგეხსენებათ, იტალიელი ფაბიო კანავარო წვრთნის და გავრცელებული ცნობით, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონს და იმავე წლის საუკეთესო ფეხბურთელს რაჯას თაობაზე უკვე ჰქონია საუბარი რომაელთა თავკაც...
უელსს გიგზი დაქოქავს
„მანჩესტერის“ ყოფილი ვარსკვლავი, 44 წლის რაიან გიგზი უელსის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა. გიგზმა პოსტი კრის კოულმენისგან გადაიბარა, რომელმაც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე უელსის ნაკრები ნახევარფინალში გაიყვანა. მან მუშაობა საკლუბო დონეზე, „სანდერლენდში“ განაგრძო. რაიან გიგზი უელსის ნაკრებში 1991 წლიდამ 2007 წლამდე თამაშობდა. მას 64 სანაკრებო მატჩი აქვს ჩატარებული. თუმცა უელსელ ქომაგთა ნაწილი უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ...
ესპანეთმა ნასრისთვის ოთხწლიანი მოითხოვა
30 წლის ფრანგმა სამირ ნასრიმ გასული სეზონი ესპანურ „სევილიაში“ გაატარა, ამჟამად კი თურქული „ანთალიასფორის“ ღირსებას იცავს. ესპანურმა ანტისადოპინგო ასოციაციამ რეკომენდაციით მიმართა უეფას, რომ ფრანგი 4 წლით ჩამოაშორონ ფეხბურთს, რაც ფაქტობრივად, კარიერისთვის წერტილის დასმას ნიშნავს. მიზეზი ის გახლავთ, რომ ნასრის ესპანეთში ბურთაობისას სისხლი გადაუსხამს, რაც ანტისადოპინგო კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა. ნასრიმ უკვე მიმართა უეფას აპელაციით, თუმცა „თერაპევტული...
სიძე, შე ძველო!
ჰოლანდიურ ვეიკ-ან-ზეში წლის პირველი სუპერტურნირი მიმდინარეობს. იგი 1938 წლიდან უწყვეტად ტარდება, ანუ წელს 80 წლის იუბილეს იხდის. ტურნირს წლიდან წლამდე სახელი სპონსორთა როტაციის კვალად ეცვლება და წელს რახან Tata Steel Chess ეწოდება, გასაგებია, რომ ამჯერად იქაურ პარტიებს ინდური ფოლადის გიგანტი აფინანსებს. მოჭადრაკენი სამ ჯგუფად განაწილდნენ: 1658 მოყვარული ერთმანეთში რას მოიმოქმედებს, “სარბიელის” მკითხველს არ აინტერესებს, შუათანა,...
ბასილაშვილმა მელცერი გაიარა
საქართველოს პირველმა და მსოფლიოს 61-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ვინაც მესამედ მოხვდა ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში, პირველად მოახერხა საწყისი ეტაპის დაძლევა. ჩვენებურის პირველი მეტოქე 27 წლის ჰერალდ მელცერი გახლდათ – მსოფლიოს ექსმერვე ჩოგნის, იურგენ მელცერის უმცროსი ძმა. მათი ბოლო შეხვედრა მელცერის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ამჯერად ქართველ მეჩოგნეს სერიოზული პრობლემა არ შექმნია და 3:1 (6:3, 6:4,...
თაობათა ბრძოლის მოლოდინში
უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მელბურნი ავსტრალიის 106-ე ღია პირველობას უმასპინძლებს და საჩოგბურთო თემშიც თაობათა ფიცხელი დაპირისპირების მოლოდინში სიამოვნებისაგან მაუსებს იფშვნეტენ. მთავარი კითხვაც ასე დაისმის – შეძლებენ, ბოლოს და ბოლოს, ახალთაობის წარმომადგენელნი „ძველ გვარდიასთან“ შეცილებასა და დიდი მუზარადის ტურნირებზე მისი მრავალწლიანი ჰეგემონიის დამხობას, თუ მოვლენები კვლავ ძველი სცენარით განვითარდება და 28 იანვარს ლეგენდარული ავსტრალიელი მეჩოგნის ნორმან...
ბევრი ხელბურთი, ცოტა პოლიტიკა
ხელბურთში საკრალური რიცხვი, ვფიქრობთ, არ არსებობს, მაგრამ ევრო-2018-ის პირველ ტურში თექვსმეტიდან ხუთმა გუნდმა 32-32 გოლი უთავაზა მეტოქეს და თამაში ხუთივემ მოიგო, ზოგმა გაჭირვებით, სხვებმა კომფორტულად. ტურის ცენტრალური თამაში არა სპორტულ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში ხორვატია – სერბეთი გახლდათ და მოედანზე აშკარა ფავორიტის (ხორვატია) ყოფნის მიუხედავად, სერბთა ახალგაზრდულმა კოლექტივმა თამაშის პირველი მესამედი ყოჩაღად ჩაატარა. სერბები წელში თამაშის...
იგებს და…
ბუნდესლიგა განახლდა. „ბაიერნმა” ლევერკუზენის „ბაიერს”, რომელსაც ზედიზედ 12 თამაში არ წაეგო, სტუმრად 3:1 ძლია. მოდი და ამის მერე გაგიკვირდეს რომ ამბობენ, გერმანიაში ჩემპიონის ვინაობა გარკვეულიაო. არადა, მასპინძლებმა რიხით დაიწყეს თამაში. მიუნხენის გუნდიდან გოლები გაიტანეს ხავი მარტინესმა, ფრანკ რიბერიმ და ხამეს როდრიგესმა. მასპინძელთა გოლი თამაშის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე, 0:2-ზე, კევინ ფოლანდმა შეაგდო. „დოიჩე ველე” წერს,...
ბათუმი გია გეგუჩაძემ ჩაიბარა
გადაწყვეტილი ამბავი – ბათუმის „დინამოს“ გია გეგუჩაძე ჩაიბარებს. შევიტყვეთ, რომ მისი ფუნქციები მხოლოდ მთავარი გუნდით არ შემოიფარგლება და პარალელურად, როგორც კლუბის საფეხბურთო აკადემიას, ისე ასაკობრივ გუნდებს და ზოგადად ბათუმურ ფეხბურთს გაუწევს კურირებას. შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძეს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებსა და კლუბებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მხოლოდ ის რად ღირს, რომ თბილისის „დინამომ“ პირველად და ჯერჯერობით...









