კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
რონალდუმ თავის გატეხვა ამჯობინა
ჩანაწერი

რონალდუმ თავის გატეხვა ამჯობინა

გუშინღამ ესპანური პრიმერას მორიგ ტურში მადრიდის “რეალი” ლა კორუნიას “დეპორტივოს” ერთობ არასტუმართმოყვრულად დაუხვდა და 23-ე წუთზე ადრიანის გატანილს ერთბაშად შვიდით უპასუხა. მთავარი ეს არ იყო. როგორც იქნა კრიშტიანომ ნავსი გატეხა და გაიტანა. თანაც – ერთბაშად ორი. აქამდე პორტუგალიელს სეზონში ოდენ ოთხჯერ გაეტანა და თანაგუნდელ ბეილისაც ჩამორჩება, რომელმაც ჯამში რონალდუზე 640 წუთით ნაკლები გაატარა მოედანზე. პორტუგალიელი...

ტაში კოუტინიოს!
ჩანაწერი

ტაში კოუტინიოს!

„ბარსელონას” ახალმა შენაძენმა, ბრაზილიელმა ფილიპე კოუტინიომ ახალ გუნდში პირველად ივარჯიშა. აწ უკვე ყოფილ ლივერპულელს ბარძაყი სტკივა და 164 მილიონ ევროდ შეფასებული ტრანსფერის შემდეგ გამოჯანმრთელებასა და ოფიციალურ დებიუტს ელოდება. როდესაც „ბლაუგრანას” სავარჯიშო ფორმაში გამოწყობილი 25 წლის ვარსკვლავი საწვრთნელ მოედანზე გავიდა, ახალმა თანაგუნდელებმა, მათ რიცხვში ლიონელ მესიმ მას ტაში დაუკრეს. კოუტინიო ბედნიერი იღიმებოდა. კლუბმა „ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე...

რა უნდა ინტერს ლიგაში?
ჩანაწერი

რა უნდა ინტერს ლიგაში?

„ბარსელონამ” და „ინტერმა” ხელი ხელს დაჰკრეს — რაფინია ალკანტარა სეზონის დამთავრების შემდეგ მილანში გადაბარგდება. ერთიპირობა მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული, მაგრამ როდესაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ „ინტერი” ჩემპიონთა ლიგაში მოხვდება ის რაფინიას 35 მილიონ ევროდ იყიდის თუ არა და ეს ჩვეულებრივი იჯარა იქნება, ყველაფერი დალაგდა. რაიმე გაუთვალისწინებელი ცუღლუტობა თუ მოხდა, იტალიელებს ფასი 3 მილიონი ევროთი გაუძვირდებათ....

ფოთის კოლხეთი რუსული თავით
ჩანაწერი

ფოთის კოლხეთი რუსული თავით

ფოთის „კოლხეთის“ მთავარ მწვრთნელად რუსი კონსტანტინ გალკინი დაინიშნა.  56 წლის კაცია, რუსეთის პირველი და მეორე  დივიზიონის გუნდებს წვრთნიდა. ბოლოს ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგა-ოლიმპიეცში“ იყო. გალკინს შარშანწინ საინტერესო ისტორია გადახდა: „ტიუმენში“ მუშაობდა, იქიდან წამოვიდა და კლუბის პრეზიდენტ ალექსანდრ პოპოვზე თქვა – დამწყევლა და სასამართლოში უნდა  ვუჩივლოო. პრეზიდენტმაც, ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, იჩივლოს სადაც უნდაო. ახალი სეზონისთვის „კოლხეთის“...

დოპინგშუბი რუსულ ხალთაში
ჩანაწერი

დოპინგშუბი რუსულ ხალთაში

ვაიო! უიო! მთელი მსოფლიო გვებრძვისო! რა დოპინგი და „მილდრონატიო“… ლამის ერთი წელია, სრულიად რუსეთი გულში მჯიღს იცემს, ჩვენზე „სუფთა“ სპორტსმენები არავის ჰყავსო. შუბი ხალთაში ვერ დაიმალა და თავი ძალიან მარტივად გაყიდეს: ორი დღის წინ რუსეთში მძლეოსანთა ტურნირი გაიხსნა. მოულოდნელად კი ირკუტსკში „რუსადას“ (ნაციონალური ანტისადოპინგო ლაბორატორიის) ოფიცრები ჩაფრინდნენ. მოკლედ: ერთბაშად 36-მა სპორტსმენმა სხვადასხვა მიზეზით იუარა სტარტზე...

50:50 – გერმანიის გოლები და შანსები
ჩანაწერი

50:50 – გერმანიის გოლები და შანსები

ევრო-2018-ზე,  ესპანეთი – დანიის თამაშში იყო ყველაფერი, რის გამოც ქომაგს ხელბურთი უყვარს: ბრძოლა, მაღალი ტემპი, დახვეწილი კომბინაციები და გადასარევი გოლები. ესპანელები მთელი თამაშის მანძილზე ებრძოდნენ სამბურთიან ჩამორჩენას და ასე გავიდნენ ბოლოშიც – 22:25, თუმც ჯგუფში პირველობა დაინარჩუნეს. D ჯგუფშივე, ჩეხეთმა წინა ტურის ემოცია (გამარჯვება დანიის ნაკრებთან) მომდევნოშიც გადმოიყოლა, უნგრეთს 33:27 მოუგო და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. A-ჯგუფის ქომაგებით...

კორეა ყინულზე გაერთიანდება
ჩანაწერი

კორეა ყინულზე გაერთიანდება

სეულს და ფხენიანს პიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე ქალთა ჰოკეის ერთიანი გუნდის გაყვანა სურთ. ოფიციალური გადაწყვეტილება ამ საკითხზე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა მიიღოს. სხდომა 20 იანვარს, ლოზანაში გაიმართება. ბოლოს მსგავსი გადაწყვეტილება – ერთიანი დროშით გამოსვლის შესახებ – 1991 წელს, მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის იქნა მიღებული. თუმცა გაერთიანებული გუნდით გამოსვლის პერსპექტივა ყველას არ ახარებს. სარა მიურეი, სამხრეთ კორეის...

გიგზი – რძლის საყვარელი
ჩანაწერი

გიგზი – რძლის საყვარელი

ჟურნალისტთა ყურადღების ნაკლებობას უელსური ფეხბურთის ლეგენდა რაიან გიგზი არასოდეს უჩიოდა, მაგრამ უელსის ნაკრების მწვრთნალად დანიშვნის შემდეგ ინტერესმა კიდევ უფრო იმატა. ჰოდა, როცა კომენტარისთვის რაიანის მამას მიაკითხეს, სკანდალიც მაშინ აგორდა. “ჩემს ოჯახში მისი სახელის ხსენება აკრძალულია. თუ მაინცდამაინც აუცილებელია, ვამბობთ –  ექსფეხბურთელი. მხოლოდ 2011 წელს გავიგეთ, რომ ის 7 წლის განმავლობაში უმცროსი ძმის ცოლის საყვარელი იყო....

პირველი ნაბიჯი ელიტაში
ჩანაწერი

პირველი ნაბიჯი ელიტაში

ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამთენიისას ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე შეხვედრა გამართა. ბელგიელ ბუმელმანსთან დაპირისპირებაში დაძაბული მხოლოდ პირველი სეტი გამოდგა. პირველი ბრეიკი ბასილაშვილმა 5:5-ზე გააკეთა და საკუთარ მოწოდებაზე სეტი გამარვებით დაასრულა – 7:5. მეორე და მესამე სეტებში ბელგიელს წინააღმდეგობა აღარც გაუწევია. ქართველმა 7:5, 6:1, 6:3 იმარჯვა და ტურნირის 32 საუკეთესო მეჩოგნეს შორის მოხვდა. მისი მომდევნო მეტოქე 23 წლის...

რუსთავმა  გაზს მიაჭირა – გაზაევი
ჩანაწერი

რუსთავმა  გაზს მიაჭირა – გაზაევი

რა ხმებიც გამოდის, რომელი ფეხბურთელების მისვლაზეც საუბრობენ, მგონი, ორი აზრი არაა – ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი „რუსთავი“ იქნება. როგორც ფრუნზიკა მკრტჩიანი ამბობს და მერე ვალიკო მიზანდარიც აიტაცებს, „ია ტაკ დუმაიუ“. ჯერ ერთი, მამუკა ჯუღელი მივიდა „რუსთავში“, მის მისვლას კი სხვა ამბები მოჰყვება  ხოლმე: ფეხბურთელთა მოზრდილი ჯგუფიც მიდის და თან ისეთი ფეხბურთელების, ჩვენს ჩემპიონატში...