რა ხმებიც გამოდის, რომელი ფეხბურთელების მისვლაზეც საუბრობენ, მგონი, ორი აზრი არაა – ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი „რუსთავი“ იქნება. როგორც ფრუნზიკა მკრტჩიანი ამბობს და მერე ვალიკო მიზანდარიც აიტაცებს, „ია ტაკ დუმაიუ“.
ჯერ ერთი, მამუკა ჯუღელი მივიდა „რუსთავში“, მის მისვლას კი სხვა ამბები მოჰყვება ხოლმე: ფეხბურთელთა მოზრდილი ჯგუფიც მიდის და თან ისეთი ფეხბურთელების, ჩვენს ჩემპიონატში რომ გამოირჩევიან.
„რუსთავში“ ითამაშებენ მეკარე ნუკრი რევიშვილი, მცველები ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, გიორგი რეხვიაშვილი და ლაშა სალუქვაძე, ნახევარმცველები პაპუნა ფონიავა და ავთო ენდელაძე, თავდამსხმელები ბექა მიქელთაძე, ბაჩანა ცხადაძე და ბექა ქავთარაძე. ეს არასრული სიაა.
და კიდევ, მწვრთნელად ვლადიმერ გაზაევი მოდის. ის გახლავთ ცნობილი ვალერი გაზაევის 37 წლის ვაჟი. აქამდე ვლადიკავკაზის „ალანიასა“ და ყაზახეთის ‘აკტობეში“ მუშაობდა. ადრე იყო თბილისში იმ „აქტობეს“ მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე „დინამო“ უშანსოდ დატოვა.
დანარჩენი პროცეში გამოჩნდება. გუნდს ჯერ ვარჯიში არ დაუწყია. „რუსთავი“ 17 იანვარს იკრიბება და ახალ ფეხბურთელებს ახალ მწვრთნელს იქვე გააცნობენ. ვლადიმერ გაზევი უკვე საქართველოშია.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
