„ნანტი“ – პსჟ-ის შეხვედრა (0:1) კურიოზით დასრულდა. მატჩის ბოლო წუთზე მასპინძელთა მცველი დიეგო კარლოსი შემთხვევით არბიტრ ტონი შაპრონს შეეჯახა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი მოედნის საფარს განერთხა. არბიტრის რეაქცია მყისიერი იყო – ფეხბურთელს ჯერ წიხლი ჩააზილა, მერე კი მეორე ყვითელი და, შესაბამისად, წითელი აუფრიალა.
ფრანგთა ფეხბურთის ფედერაციამ არბიტრი საქმის დეტალურ განხილვამდე უხელფასო შვებულებაში გაუშვა.
რაც შეეხება დაწიხლულს, პროტესტი არ გამოუთქვამს, დამწიხლავმა კი ბრძანა, ჩანაწერის ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ფეხბურთელმა უნებლიედ მიჯიკაო
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
