„ბარსელონას” ახალმა შენაძენმა, ბრაზილიელმა ფილიპე კოუტინიომ ახალ გუნდში პირველად ივარჯიშა. აწ უკვე ყოფილ ლივერპულელს ბარძაყი სტკივა და 164 მილიონ ევროდ შეფასებული ტრანსფერის შემდეგ გამოჯანმრთელებასა და ოფიციალურ დებიუტს ელოდება.
როდესაც „ბლაუგრანას” სავარჯიშო ფორმაში გამოწყობილი 25 წლის ვარსკვლავი საწვრთნელ მოედანზე გავიდა, ახალმა თანაგუნდელებმა, მათ რიცხვში ლიონელ მესიმ მას ტაში დაუკრეს. კოუტინიო ბედნიერი იღიმებოდა.
კლუბმა „ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე მისასალმებელი ტექსტი დაწერა, რაც ოცდაშვიდმა მილიონმა გამომწერმა ნახა.
მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბრაზილიელის ტრავმა სერიოზული არ არის და ის მალე ითამაშებს. სავარაუდოდ, ეს რამდენიმე დღეში, „სამეფო თასზე”, კოუტინიოს ყოფილი გუნდის, „ესპანიოლის” წინააღმდეგ მოხდება.
შეგახსენებთ, რომ პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა „ესპანიოლმა” თანაქალაქელებს 1:0 მოუგო და „ბარსელონას” ქომაგები ახლა თავხედი მეზობლის განადგურებას ელიან.
ვალვერდემ თქვა: „ზუსტად
ვერ გეტყვით, როდის ითამაშებს კოუტინიო, მაგრამ მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის. მას ფეხი ისეთ ადგილას სტკიოდა, რომ ბურთის ძლიერად დარტყმა უჭირდა, მაგრამ პრობლემა თანდათანობით სწორდება”.
„ბარსელონას” შემადგენლობაში ფილიპე კოუტინიოს დიდი შანსი აქვს 2011 წელს „ინტერის” მაისურით „კოპა იტალიას” მოგების შემდეგ კარიერის მორიგ, ნანატრ ჯილდოს გამოკრას ხელი.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
