ფოთის „კოლხეთის“ მთავარ მწვრთნელად რუსი კონსტანტინ გალკინი დაინიშნა. 56 წლის კაცია, რუსეთის პირველი და მეორე დივიზიონის გუნდებს წვრთნიდა.
ბოლოს ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგა-ოლიმპიეცში“ იყო. გალკინს შარშანწინ საინტერესო ისტორია გადახდა: „ტიუმენში“ მუშაობდა, იქიდან წამოვიდა და კლუბის პრეზიდენტ ალექსანდრ პოპოვზე თქვა – დამწყევლა და სასამართლოში უნდა ვუჩივლოო. პრეზიდენტმაც, ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, იჩივლოს სადაც უნდაო.
ახალი სეზონისთვის „კოლხეთის“ შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. გუნდიდან წავიდნენ დავით ბოლქვაძე, გიორგი ბუხაიძე და კიდევ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
