კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
როჯერი ოცდამეათეში მეოცესთვის იბრძოლებს
ჩანაწერი

როჯერი ოცდამეათეში მეოცესთვის იბრძოლებს

36 წლის შვეიცარიელი საჩოგბურთო და სრულიად სპორტული სამყაროს გაოცებას განაგრძობს. ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში როჯერი 6:1, 5:2 იმარჯვებდა, როცა სამხრეთკორეელმა მეტოქემ ტრავმის მომიზეზებით თეთრი ბაირაღი ააფრიალა. ფედერერი კარიერაში ოცდამეათედ გავიდა “დიდი მუზარადის” ტურნირის ფინალში. აქამდე გამართული 29 ფინალიდან 19 გამარჯვებამდე მიიყვანა. ფინალების ოდენობით ფედერერი აბსოლუტური რეკორდსმენია. მეორე შედეგი რაფა ნადალს აქვს (23 ფინალი). მეოცე სლემტიტულისთვის...

რევანში
ჩანაწერი

რევანში

2016 წლის 31 იანვარს, კრაკოვში, სახელბურთო ევრო-2016-ის ფინალის დასკვნითი წუთები ესპანეთის ნაკრებს მწარედ დაამახსოვრდა. არა იმიტომ, რომ თამაშის ბედი ერთმა ტყორცნამ და წამებმა გადაწყვიტა. პირიქით, გერმანია რამდენიმე ბურთით წინ იყო და გამარჯვებაში დარწმუნებული ბურთს ლაღად, მეტიც, დაუდევრად ათამაშებდა. წუხელ, ევრო-2018-ის მთავარი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, ესპანელებმა სისხლი აიღეს, თან ზუსტად ორი წლის წინანდელი სახით: ბოლო...

ერთსულოვნება ზიდანისათვის
ჩანაწერი

ერთსულოვნება ზიდანისათვის

„რეალი” „ლეგანესთან” 1:2 დამარცხდა და ესპანეთის „სამეფო თასისთვის” ბრძოლას გამოეთიშა. მადრიდელთა კაპიტანმა სერხიო რამოსმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მას გულშემატკივრების იმედგაცრუების ესმის და ყველას, ვინც კლუბთან რაიმე კავშირშია, ერთობისკენ მოუწოდა. რამოსმა თქვა, რომ ცუდი შედეგებისთვის პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება. ცხადია, დასძინა, რომ წინ ჩემპიონთა ლიგაა; რომ ძნელბედობას მაგრა უნდა დახვედრა, ხოლო როდესაც მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის გაშვება-დატოვების...

რეალი ყოფილა ეს — ლეგანეს!
ჩანაწერი

რეალი ყოფილა ეს — ლეგანეს!

რონალდუ არ იყო, ბეილი არ იყო, მარსელო არ იყო, კარვახალი არ იყო, მოდრიჩი არ იყო (ეს ორი ბოლო 20 წუთით შევიდა)… სამაგიეროდ იყო ესპანეთის ლა ლიგის ყველაზე მცირებიუჯეტიანი კლუბი „ლეგანესი”, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე” „რეალს” 2:1 მოუგო და „სამეფო თასის” ნახევარფინალში გავიდა. პირველი შეხვედრა მადრიდელებს 1:0 ჰქონდათ მოგებული ანუ „ლეგანესმა” სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გაიმარჯვა....

ესეც ერთა ლიგა
ჩანაწერი

ესეც ერთა ლიგა

დღეს ლოზანაში გამართულმა ერთა ლიგის წილისყრამ ევროპული ფეხბურთის კიდევ ერთი ისტორიული ფურცელი გადაშალა. ახალი ტურნირის მონაწილეები ჯგუფებში გადანაწილდნენ და ახლა სექტემბერს დაელოდებიან, როცა უშუალოდ მატჩების დრო დადგება.  წილისყრის შედეგები ასეთია: A ლიგა 1 ჯგუფი: გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია 2 ჯგუფი: ბელგია, შვეიცარია, ისლანდია 3 ჯგუფი: პორტუგალია, იტალია, პოლონეთი 4 ჯგუფი: ესპანეთი, ინგლისი, ხორვატია B ლიგა 1...

უკეთესიც შეიძლებოდა
ჩანაწერი

უკეთესიც შეიძლებოდა

უეფამ ერთა ლიგად წოდებული სადებიუტო ტურნირის კენჭი ყარა. საქართველო, რეიტინგიდან გამომდინარე, უსუსტეს D ჯგუფში მოხვდა. ეს მინუსთან ერთად გარკვეული პლუსიცაა – D ჯგუფის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს, თუმცა საამისოდ ჯერ ქვეჯგუფში გამარჯვება, მერე კი სხვა ქვეჯგუფების გამარჯვებულებთან ფლეი-ოფში პირველობაა აუცილებელი. რაც შეეხება ქვეჯგუფს: უსუსტესი კალათიდან ანდორა გვერგო და იმედია, პრობლემა არ შეგვექმნება. აი, სხვა...

ადიოს!
ჩანაწერი

ადიოს!

ყველაფერს გეტყვით, მთავარია იმ ჩინური გუნდის სახელწოდების ზუსტი გამოთქმა არ მოგვთხოვოთ, სადაც 33 წლის მცველი, ხავიერ მასკერანო „ბარსელონადან” გადადის. ისე, არასწორად გამოთქმის პრობლემა არგენტინელს ეტყობა თანდაყოლილი აქვს, რადგან არც თავად არის მასკერანო — მისი გვარის ასე თქმა საქართველოში დამკვიდრდა და თან ისე მყარად, რომ შეცვლას აზრი აღარ ჰქონდა. ჩინურ გუნდს კი ინგლისური კითხვის წესებით თუ...

პუტინი სკანდალს ამზადებს
ჩანაწერი

პუტინი სკანდალს ამზადებს

დღეს დილიდან ვლადიმირ პუტინი ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს სპორტის ზამთრის სახეობათა ფედერაციების პრეზიდენტებთან. რუსთა პირველკაცი მიწვეულებს დელიკატურად სთავაზობს, ბოიკოტი გამოუცხადონ ზამთრის ოლიმპიადას, ოღონდ ოფიციალურად ინიციატივა სპორტსმენებისგან უნდა მოდიოდესო. შეგახსენებთ, რომ რუს სპორტსმენებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი პერსონალურად იწვევს და მათ ეროვნული ატრიბუტიკის გარეშე მოუწევთ გამოსვლა. სოკ-მა რუსთა 500-კაციანი სიიდან 111 უკვე ამორიცხა და როგორც ამბობენ, სოჭი 2014-ის...

აიბაბა, აი ფული, აი რობინიო
ჩანაწერი

აიბაბა, აი ფული, აი რობინიო

ცხრაწელმისჯილ რობინიოს „სივასსპორმა“ 1.5-წლიანი კონტრაქტი გუფორმა და 2 მილიონ ევროსაც ჩაუთვლის. სივასელები თურქეთის სუპერლიგაში მე-8 ადგილზე არიან,  მათი მწვრთნელი კი 62 წლის სამეტ აიბაბა გახლავთ.  25 იანვარს რობინიო 34 წლის მოიყრება და ორი მილიონი ისეთი საჩუქარია, რომ კბილი არ გაესინჯება. ბრაზილიელი ფეხბურთელი გასულ ნოემბერში მილანის სასამართლომ გაუპატიურებაში  დამნაშავედ სცნო და ცხრა წელი მიუსაჯა.  „მილანის“  ყოფილ...

სამხელისუფლებიანობა
ჩანაწერი

სამხელისუფლებიანობა

ვეიკ ან ზეში მიმდინარე Tata Steel Chess სუპერტურნირზე, მერვე ტურის შემდეგ ცხრილის თავში სამხელისუფლებიანობა დამყარდა. ბოლო ტურამდე შეჯიბრს ერთპიროვნულად აზერბაიჯანელი შაჰრიარ მამედიაროვი ლიდერობდა, თუმც ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე ინდუს ანიშ გირისთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენთან და იმავე გირისთან ერთად 5,5 ქულით პირველობს. კარლსენმა მერვე ტურში ინგლისელ გავეინ ჯონსს მოუგო. იგი თავიდანვე ფავორიტად იყო მიჩნეული,...