2016 წლის 31 იანვარს, კრაკოვში, სახელბურთო ევრო-2016-ის ფინალის დასკვნითი წუთები ესპანეთის ნაკრებს მწარედ დაამახსოვრდა. არა იმიტომ, რომ თამაშის ბედი ერთმა ტყორცნამ და წამებმა გადაწყვიტა. პირიქით, გერმანია რამდენიმე ბურთით წინ იყო და გამარჯვებაში დარწმუნებული ბურთს ლაღად, მეტიც, დაუდევრად ათამაშებდა. წუხელ, ევრო-2018-ის მთავარი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, ესპანელებმა სისხლი აიღეს, თან ზუსტად ორი წლის წინანდელი სახით: ბოლო წუთზე სამი ბურთით დაწინაურდნენ, დასკვნითი კომბინაცია კომფორტულად გაითამაშეს და 59:49-ზე ერთიც შეადგეს დიდი ზეიმ-ზეიმით. ესპანეთი ნახევარფინალშია, სადაც ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი (საფრანგეთი) ელის. გუშინ ფრანგებმა პრინციპულ თამაშში ხორვატები დასცეს, რომელთაც 14 ათასი ქომაგისგან “არენა ზაგრებისთვის” ჭერის ახდამაც ვერ უშველა. მასპინძლებს ნუგეშად მე-5 ადგილისთვის ჩეხეთთან მატჩი შერჩათ. ამ უკანასკნელთათვის აღნიშნული თამაში ნუგეში კი არა, მოულოდნელი საჩუქარი გახლავთ – ასე მაღლა ჩეხები ევროსარბიელზე 1996 წლის შემდეგ არ ასულან.
მეორე ნახევარფინალური წყვილი ოლიმიურმა ჩემპიონმა დანიამ და შვედეთმა დააკომპლექტეს. თანაგრძნობის ღირსია ნორვეგია, ვინც გუშინ სწორედ შვედეთს მოუგო და მაინც დასკვნითი რაუნდის მიღმა დარჩა.

მთავარი ჯგუფური ტურნირის დასკვნითი ცხრილები
[table id=8 /]
[table id=9 /]
ავტორის პროფილი
-
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი...
დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია
უახლესი პოსტები
დავთარი05/08/2021 | 11:49დევკაცი
დავთარი22/12/2020 | 18:27ყოჩი დიდი გულით
დავთარი19/12/2020 | 22:24სიმძიმე? რამდენიც გინდა!
დავთარი12/11/2020 | 00:55ბაცი ფერის ამბავი
