წარუმატებლად ვითარდება ზამთრის სატრანსფერო სეზონი „ლივერპულისთვის“.რამდენიმე საათის წინ გუნდის ვარსკვლავი, დანიელ სტარიჯი „ვესტ ბრომვიჩის“ ფეხბურთელი გახდა. მართალია,გარიგება მხოლოდ იჯარას ითვალისწინებს, მაგრამ ფაქტია, სეზონის ბოლომდე სტარიჯი ბრომვიჩისთვის შეუტევს. ამრიგად,ინგლისის ნაკრების შემტევი ფელიპე კოუტინიოს შემდეგ მეორე მნიშვნელოვანი დანაკლისია მერსისაიდული გუნდისთვის, თუმცა, ბრაზილიელისგან განსხვავებით, სტარიჯი ორმხრივი სურვილით დაშორდა „ლივერპულს“, რაკიღა იურგენ კლოპის სათამაშო კონცეფციებს ვერ მორგებულს, მსოფლიოს ჩემპიონატზე...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
კარგით დაწყებული, ვაით დამთავრებული
ვერ გეტყვით, რამ შეცვალა ასე უცებ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, მაგრამ სამარცხვინო შედეგით კი დაასრულა მინსკის ტურნირი. 1:8 სლოვაკეთთან! ტურნირზე 12 ნაკრები მონაწილეობდა, საქართველოს აქამდე ოთხი მატჩი ჰქონდა გამართული და აქედან, სამი მოიგო. დაამარცხა ყაზახეთი, მოლდოვა და ბელგიაც, ხოლო წააგო უკრაინასთან. ტურნირზე გავიდა მე-5 ადგილზე. თუმც რაც ბოლო დღეს მოხდა, ნორმალურ საფეხბურთო ამბებში არ წერია. სამარცხვინო...
ბასილაშვილის ქულები და ფულები
ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში გასვლით, საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს გამოქვეყნებულ ATP-ის ახალ რეიტინგში 57-ე საფეხურზე აინაცვლა. კარიერაში საუკეთესო შედეგი კი ჩვენებურს შარშან სექტემბერში ჰქონდა, როცა 51-ე იყო. რეიტინგში დაწინაურება ბასილაშვილს საშუალებას მისცემს, ATP-ტურის ბევრ ტურნირზე განთესილთა შორის მოხვდეს, მასტერსებზე კი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე ითამაშოს. ავსტრალიაში ნიკოლოზმა ფინანსურადაც იხეირა: იანვარში მისმა მონაგარმა 133...
მამლებს დეზები დააძრეს
სპორტში იგებს კლასი, ხარისხი, შეუპოვრობა, მიწოლა და მისთანები. ბედი, იღბალი, ყისმათი, განგება და მსგავსი კატეგორიები სპორტისთვის მოგონილი არ გახლავთ. და მაინც, ხანდახან მოხდება, ერთი უსიამო ეპიზოდი, ერთი პატარა ჩავარდნა და ქვავდება ხელ-ფეხი, მრუდდება მიზანი, ფუჭდება ხასიათი, მცირდება მონდომება და ინგრევა რუდუნებით ნაშენები. ხორვატიაში სახელბურთო ევრო-2018 დამთავრდა და გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვანძო მომენტი...
ვიკინგური ფინიში
მსოფლიოს ჩემპიონი, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი ვეიკ ან ზეში, Tata Steel Chess სუპერტურნირის გამარჯვებული გახდა. კლასიკური დროის კონტროლით 13 ტურის გათამაშების შემდეგ პირველ ადგილზე 9-9 ქულით ნორვეგიელი და ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე ინდოელი ანიშ გირი გავიდნენ. გამარჯვებულის გამოსავლენად ტაი-ბრეიკი დაინიშნა და იქ ფავორიტად მაგნუსი იყო მიჩნეული, რომელიც სწრაფ ჭადრაკშიც საუკეთესოა დედამიწის ზურგზე. პირველ სწრაფ პარტიაში კარლსენს თეთრები...
გამარჯვებებით გაუმაძღარი
ტყუილი აღმოჩნდა სენსაციების მოყვარულთა მოლოდინი – ავსტრალიურმა ხვატმა “ჭარმაგი” როჯერ ფედერერი გამოფიტა და მარინ ჩილიჩს წარმატების შანსი აქვსო. არა, ინტრიგა ნამდვილად იყო. განსაკუთრებით იმ მომენტში, როცა ჩილიჩი სეტებში 2:2 გაუთანაბრდა შვეიცარიელს. აი, აქ კი გაბრაზდა როჯერი, გადამწყვეტ სეტში ორი ბრეიკი შეასრულა და კარიერაში მეოცე სლემტიტული მოიპოვა: 6:2, 6:7, 6:3, 3:6, 6:1 36 წლის ფედერერისთვის და...
დანიელი პრინცესა ტახტზე დაბრუნდა
ავსტრალიის ღია საჩოგბურთო პირველობის ფინალს ერთბაშად ორ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: ვინ იჩემპიონებდა სეზონის პირველ სლემჩოგნაობაში და ვინ ჩაუდგებოდა სათავეში მომავალ კვირას განსაახლებელ რეიტინგს. დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგო. მეორე სეტში ერთი ბრეიკით რუმინელმა სიმონა ჰალეპიმ იყოჩაღა, თუმცა მესამე სეტიც და მასთან ერთად მატჩიც ვოზნიაცკის დარჩა – 7:6, 3:6, 6:4 ქალთა საჩოგბურთო ტახტზე...
იმპერატორი ლევან I
ტოჩინოშინად წოდებულმა ლევან გორგაძემ იაპონური სუმოს იანვრის ბაშოზე (ტურნირზე) ტრიუმფალური შედეგი აჩვენა. თოთხმეტ შერკინებაში მეცამეტე გამარჯვება ქართველმა გოლიათმა სიოჰოძანთან ჭიდილში მოიპოვა. ლევანმა გაუძლო მეტოქის ცუპარებს (მკერდში ხელის გულების ხშირ დარტყმებს) და იორიკირით ( მიძალებით) მიუჩინა ადგილი დოჰიოს მიღმა. ქართველი სუმოისტი პირველად დაეუფლა იმპერატორის თასს და თანაც – ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე.
ლევან გორგაძე – ორი ნაბიჯი იმპერატორამდე
იაპონელთა სათაყვანებელ სუმოში ქართული იანვარი დგას. საუკეთესო ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ორიოდე საათის წინ იმპდრატორის თასისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. ტოტინოსინად წოდებული ქართველის მეტოქე ელიტარულ ლიგაში უმძიმესი – 215-კილოგრამიანი მონღოლი იტონოძიო იყო. ფალავნები (სეკიტორები) მარჯვენა დგომში დაეჯახნენ ერთმანეთს და მცირეხნიანი ჭიდილის შემდეგ ლევან-ტოტინოსინმა მონღოლი დოჰიოს (საბრძოლო წრის) მიღმა მიაბრძანა. გორგაძეს ცამეტი ბრძოლის შემდეგ 12 გამარჯვება აქვს...
ზაზას ორმაგი იუბილე
დღეს დილით ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში “გოლდენ სტეიტმა” მორიგ მეტოქეს ჩაუტარა ღია გაკვეთილი. ამჯერად მსხვერპლი “მინესოტა” გახლდათ. თავად განსაჯეთ: სასტარტო შემადგენლობის ხუთმა მოთამაშემ ერთად 96 ქულა მოინაგრა, კევინ დიურანტმა სულაც სამმაგი დუბლით (28-10-11) გააბრუა სტუმრები. სათადარიგოებმაც გამოიდეს თავი და ზაზა ფაჩულიას საიუბილეო დღე სათანადოდ მიულოცეს – ზაზა სასტარტო შემადგენლობაში გავიდა პარკეტზე და ეს მისი მე-1000 მატჩი...








