ოლიმპიური, მსოფლიოსა, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდსმენი… ახლა ამ ტიტულებს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის აღიარებაც მოჰყვა. გამოკითხვაში, რომელიც IWF -ის ვებ-გვერდზე ჩატარდა ლაშა ტახახაძემ ყველა მოიტოვა და შესაბამისად 2017 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა. გამოიკითხვის შედეგები რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი. 2017-ში ლაშა ტალახაძემ საქრთველოს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები უდიდესი უპირატესობით მოიგო და ზედ მსოფლიო რეკორდებიც...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
ნინო – ვაჟთა სწორი
გიბრალტარის საერთაშორისო ტურნირის შედეგებით ქალთა შორის ქართველი დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი მალე ანალოგიურ ტიტულს ვაჟთა შორისაც დაიმსახურებს. ნინომ აღნიშნულ ტურნირზე დიდოსტატის ნორმა მესამედ შეასრულა, რაც ნიშნავს, რომ ფიდე-ს მორიგ კონგრესს მხოლოდ ფორმალობათა მოგვარება რჩება, რათა ქართველი მოჭადრაკის ბარათში ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატობის ბეჭედი დასვას. “სარბიელი” ულოცავს ნინოს!
ალმასის ფასი
ბენდის ქომაგი არასდროს ვყოფილვარ (თუმც ინტერესით მუდამ შემიხედავს), მაგრამ გუშინ ყაზახთა ცოდვით გული მათივე გულშემატკივრების სწორად დამეთუთქა. მერე რა, რომ ყაზახეთის ნაკრები დაახლოებით საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებს წააგავს – ეთნიკური ყაზახები მასში უმცირესნი არიან, ხოლო უმრავლესნი – რუსები და მოთამაშეთა მეტი წილიც რუსულ კლუბებშია დასაქმებული. მთავარი იყო, რომ კასპიის- და არალისპირელთა მონდომებული გუნდი კიდევ ერთხელ დადგა...
მარადონა ტრამპთან არ გაუშვეს
ღმერთის ხელიან კაცსაც კი შეიძლება უარი სტკიცონ აშშ-ს ვიზაზე და ჰა, ინებეთ – დიეგო მარადონამ შტატების ვიზა ვერ მიიღო. მარტში სასამართლოს უნდა დასწრებოდა მაიამიში, სადაც მისი ცოლყოფილის კლაუდია ვილაფანეს საქმე გაირჩევა. საქმე კი მარადონას ფულს ეხება, რომელიც კლაუდიამ ქმრის დაუკითხავად დაამღერა ჯერ კიდევ ოფიციალურ გაყრამდე. ვიზაზე განაცხადი უკვე შეტანილი ჰქონდა, როცა ტელეკომპანია „ტელესურთან” ინტერვიუში დიეგომ...
ყვანჯი, ყინული, სომალი
წერილით “ყვანჯბურთობა ყინულზე” “სარბიელმა” მკითხველს ჰოკეის უმცროსი, დაჩაგრული ძმის ავანჩავანი გააცნო. ბურთიან ჰოკეის, იგივე ბენდის არ გააჩნია შაიბიანი კოლეგის ფინანსური და მარკეტოლოგიური ზურგის მეათედიც. აქ არ თამაშობენ მეგამილიონერი პროფესიონალები და საერთოდ, ხაბაროვსკსა (რუსეთი) და ხარბინში (ჩინეთი) მიმდინარე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მედიაუზრუნველყოფაც არ გვჭრის თვალს ტელევიზორებიდან. მაგრამ თამაში ამოდსაცქერია და “სარბიელის” მკითხველს ბენდის მსოფლიო პირველობაზე...
თევზი პუტინიდან ყარს
რუსული სპორტის „მესაფლავედ“ მონათლულმა გრიგორი რადჩენკოვნმა დოპინგიანი ხელი პირდაპირ პუტინს დაადო. შეგახსენებთ, რომ რადჩენკოვი მოსკოვის ანტი სადოპინგო ცენტრის დირექტორი იყო და სპეცსამსახურების ხელდასმით რუსი სპორტსმენების ტესტებს აყალბებდა. სოჭის ოლიმპიადის დოპინგ-სკანდალის შემდეგ ცენტრის შეფი აშშ-ში გადაიხვეწა და ფეესბეს (ფედერალური უსაფრთხოების სამსახური) იქ ემალება. პერიოდულად ინტერვიუებს არიგებს და ახალ-ახალ ამბებს ჰყვება, რა და როგორ ხდებოდა. რადჩენკოვმა ამჯერად...
არონიანის რონინი გიბრალტარში
წუხელ დიდი ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფ გიბრალტარში დიდი საჭადრაკო ტურნირი დასრულდა. შეჯიბრი, მაჭადრაკეთა სიძლიერის მიხედვით, ხუთ ჯგუფში ჩატარდა და მათგან უმთავრეს, ე.წ. “მასტერსზე” ორივე სქესის 254 მოთამაშე გამოვიდა, აქედან ოთხი ქართველი: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია. დანარჩენ ოთხ ჯგუფში ფიდეს რეიტინგში 2250 პუნქტზე დაბალი კოფიციენტის მქონე მოჭადრაკეები თამაშობდნენ, რომელთა სიაშიც ჩვენი თანამემულე...
ვლადიმიროვიჩმა 13 მილიონი დოლარი ქვიშაში იპოვა
იცნობდეთ: ელდარ ვლადიმირის ძე ნაგაპლოვი გენიალური რუსი ბიზნესმენია, რომელიც კალინინგრადის მილიციას დასწრებაზე ეთამაშა და ხელიდან და ქვეყნიდან დაუსხლტა. ცხადია, იმისთვის არ ეძებენ, რომ წლის ბიზნესმენის ჯილდო უბოძონ, არამედ იმისთვის, რომ ჰკითხონ, სად შეტენა 13 მილიონი დოლარი, რომელიც კალინინგრადში მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონის მშენებლობაზე „დაზოგა“. საქმიან-საზრიანი ვლადიმიროვიჩი დანაზოგიანად გაქრა რუსეთიდან, რითაც არაორაზროვნად მიანიშნა, რომ სულ ცალ დოლარზე...
იბრაჰიმოვიჩი კოლუმბის ნაკვალევზე
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჯერ კიდევ სამი კვირის წინ მოაწერა ხელი კონტრაქტს „ლოს ანჯელეს გალექსისთან“ – ამ ინფორმაციას დილიდან ავრცელებენ ევროპული სააგენტოები, რომლებიც ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, „ეკიპის“ პუბლიკაციას ეყრდნობიან. თავის მხრივ, ფრანგები ამბობენ, ამერიკულ საფეხბურთო ლიგაში (MLS)- უტყუარი ინფორმატორი გვყავსო. ნებისმიერ შემთხვევაში, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. ან რა უნდა იყოს გასაკვირი, თუ 36 წლის...
ქართული ფეხბურთის გაუცინარი ხელმწიფე
ნოდარ ახალკაცი გარდაიცვალა. დღეს მის ცხედარს საბურთალოს მიწას მიაბარებენ და თითქოს ამით დასრულდება ქართული ფეხბურთის ისტორიის ერთი დიდი ამბავი. წარსული დიდება თბილისის „დინამოსი“ ნელ-ნელა, დროის კანონის შესაბამისად იქცევა ისტორიად, შორეულ მოგონებად. მოგონებადვე იქცევა წარმატებათა, ჩვენი ფეხბურთისთვის განუმეორებელი ნუსხაც, რომლის ბოლოსაც ერთი ხელმოწერაა – ნოდარ ახალკაცი. მაგრამ მოგონება ხომ არდავიწყებას ნიშნავს და არა რაღაც სხვას. როცა...









