„ჩელსის” წევრებს ეტყობა საავტომობილო ცოდვებმა უწიათ. გუშინ ნგოლო კანტეს ავარიაზე გიამბეთ, დღეს კი ანტონიო კონტეს მანქანის დაზიანების ამბავი უნდა გითხრათ: ლონდონიდან 27 კილომეტრში, კობჰემის საწვრთნელ ცენტრში, ქარმა მინის მაგიდა აიტაცა და ტერასიდან პირდაპირ „ლურჯების” მწვრთნელის „ნისანს” დაახეთქა.
მანქანა მანქანად და ბეწვზე გადარჩა კლუბის კომუნიკაციათა დირექტორი სტივ ატკინსი. როდესაც მაგიდა ავტომობილს დაეზღერთა და უამრავ ნაწილად დაიფშვნა, ატკინსი ზუსტად იქ იმყოფებოდა — მისი ავტომობილი გვერდით იდგა და დირექტორს მისკენ მიეშურებოდა.
კონტეს მანქანას რამდენიმე ათასი გირვანქის რემონტი დასჭირდებაო, თქვეს თვითმხილველებმა, მაგრამ ჩვენ ამაზე არ ვინერვიულოთ — იტალიელს „ნისანი” დაზღვეული ეყოლებოდა.
The Sun-ის ფოტო
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
სიახლეები23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
სიახლეები01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
სიახლეები16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
