პარაგვაელმა დიზაინერმა ლილი კანტერომ ლეო მესის ორიგინალურად მოხატული ბუცები ბარსელონაში საჩუქრად ფოსტით გაუგზავნა. სამი თვე დასჭირდა ამანათს ატლანტიკის ოკეანის გადასალახად და „ბარსელონას“ ოფისში მისამართზე მისაღწევად. ამ დღეებში საჩუქარი პატრონთან მისულა და მესის რომ მოსწონებია, „ტვიტერზე“ გამოფენილი სურათიდანაც ჩანს. 25 წლის ლილი უკვე ხუთი წელია ამ ხელობას მისდევს და ფეხბურთელებისგან შეკვეთებს იღებს, ოღონდ მესისგან შეკვეთა არ...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
პიცის ნაცვლად რ-რ-რ
კოლუმბიელი რეინალდო რუედა რივერა ჩილეს ნაკრების მწვრთნელი გახდა. მან არგენტინელი ხუან ანტონიო პიცი შეცვალა, ვინც ჩილე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა. 60 წლის კოლუმბიელი გასულ სეზონში „ფლამენგოს“ თავკაცობდა, რომელიც ბრაზილიის თასის და „კოპა სუდამერიკანას“ ფინალში გავიდა, მაგრამ ორივე წააგო. მას ადრე ჰონდურასის (2007-2010 ) და ეკვადორის (2010 – 2014 ) ნაკრებში უმუშავია და ორივეჯერ...
ანანიძე თებერვალში
მოსკოვის „სპარტაკის“ სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა მიხაილ ვარტაპეტოვმა ტრავმირებულების დაბრუნების სავარაუდო თარიღებზე ილაპარაკა, მათ შორის ჯანო ანანიძეზე: „რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით მიდის. ისინი შეკრებაზე ინდივიდუალური პროგრამით მოემზადებიან და ჯანო სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს დაბრუნდება“. შეგახსენებთ, რომ ანანიძეს 23 სექტემბრის მერე არ უთამაშია.
ლეო დორტმუნდში მიდის…
რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 11-გზის მსოფლიო ჩემპიონი, 100, 200 და ნებისმიერ მეტრზე სირბილში რეკორდსმენი უსეინ სენტ-ლეო ბოლტი მარტიდან „დორტმუნდში“ ვარჯიშს იწყებს. ეს საქმე მოაგვარა „პუმამ“, რომელიც იამაიკელი სპრინტერის და გერმანული კლუბის სპონსორია. რა უნდა „დორტმუნდში“? 31 წლის ბოლტს დიდი ხანია პროფესიული ფეხბურთის თამაში სურს. არაერთხელ უთქვამს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ და რუუდ ვან ნისტელროის ფანია და სირბილის...
ყაზახეთს რუსული თავი წააძრეს
ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრ ბოროდიუკი მოხსნეს. 55 წლის რუსმა შარშან ამ დროს ჩაიბარა ნაკრები და მისი თავკაცობით 7 მატჩიდან 6 წააგეს. მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევში ბოლო ადგილი დაიკავეს და ესაა ყაზახეთის ნაკრების უცუდესი შედეგი ბოლო 12 წლის განმავლობაში. ალექსანდრ ბოროდიუკი დღეს ფეხბურთის ფედერაციაში მწვრთნელთა საბჭოზე დაიბარეს და გადაწყვეტილება იქ აცნობეს. იგი შარშან ფედერაცის გენმდივნის კანიშ...
მარსელო: რეალი მოტყ…და
„რეალმა” „სელტასთან” ცუდად ითამაშა, ვერ მოიგო (2:2) და ლა ლიგის ლიდერ „ბარსელონას” 16 ქულით ჩამორჩა. მადრიდელთა ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ მატჩის შემდეგ განაცხადა, რაცა ვართ ესა ვართ, მეტი არ შეგვიძლიაო. მარსელო არც გინებას მოერიდა. მოგეხსენებათ, ყველა ენაზე თავისებურად ილანძღებიან, ამიტომ ბრაზილიელის ფრაზის ზუსტ თარგმანს ნუ მოგვთხოვთ, მაგრამ დაახლოებით ასე ითქვა: „ჩვენ დათრგუნულები, მოტ….ები და ჩაძირულები ვართ....
მესის 400 დაუთვალეს
დღეს „ბარსელონა“ „ლევანტეს“ უმასპინძლებს და მესი პრიმერადივიზიონში მე-400 მატჩს ითამაშებს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით „მარკამ“ მესის კარიერის 20 ციფრული ფაქტი დაალაგა: – მესამეა „ბარსელონას“ ისტორიაში ვინც 400-იანი გახდება ხავის ( 505 ) და ინიესტას ( 426 ) შემდეგ. – ყველაზე მეტი გოლი პრიმერადივიზიონში – 363 (48 პენალტით ). – 32070 წუთი, 355 მატჩი ძირითადში, 305 სრულად....
კორეა კორეაში ველური ბარათით
ჩრდილოეთ კორეა თავის სპორტსმენებს სამხრეთ კორეაში გასამართ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სავარაუდოდ გაუშვებს. ამგვარი განცხადება საერთშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა ჩან უნმა გააკეთა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეას ოლიმპიადაზე ფიგურისტების გაგზავნა სურს. ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია სავარაუდოდ მხოლოდ ორი სპორსტნებისგან იქნება შემდგარი. ესენი ფიგურისტები, 18 წლის იომ ტხე და 25 წლის კიმ იუ სიკი არიან. ოლიმპიადაზე...
ჩასცხო, გაიტანა, ავარდა…
ეს დიეგო კოშტა არ არის ნორმალური. მადრიდის „ატლეტიკოში” დაბრუნებულმა, ლა ლიგის პირველივე თამაშში გოლიც გაიტანა და მოედნიდანაც გააგდეს. სხვა სიტყვებით, ძალიან ძლიერი თავდამსხმელია, მაგრამ აფრენს. თუმცა, ახალი, ცხადია, არაფერი გვითქვამს. 29 წლის გაესპანელებულ ბრაზილიელს „ხეტაფესთან“ შეხვედრაში, რომელიც „ატლეტიკომ” 2:0 მოიგო, გიჟური შვიდწუთიანი მონაკვეთი ჰქონდა: 62-ე წუთზე მან მეტოქეს იდაყვი მისცხო, რისთვისაც პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, 68-ე...
სპალეტის 80 წლის დედამაც იცის
„ინტერის“ 17 მატჩიან წაუგებელ სერიას 5 მატჩიანი მოუგებელი მოჰყვა. ლუჩანო სპალეტის გუნდს 3 დეკემბრის შემდეგ ჩემპიონატში არ მოუგია და აქედან ორი წააგო. წუხელ ახლოს იყო გამარჯვებასთან, რაკი სტუმრად „ფიორენტინას“ ამარცხებდა, მაგრამ ბოლო წუთზე გაუშვა და შეხვედრა 1:1 დაასრულა. ნამატჩევს სპალეტიმ თქვა: „ნაგატომო გრიპიანია, რანოკიამ მტკივანი ნეკნებით ითამაშა. იოლად ვკარგავთ ბურთს და პრობლემებს ვიგონებთ. „ფიორენტინამ“ დაიმსახურა...









