ბუნდესლიგა განახლდა. „ბაიერნმა” ლევერკუზენის „ბაიერს”, რომელსაც ზედიზედ 12 თამაში არ წაეგო, სტუმრად 3:1 ძლია. მოდი და ამის მერე გაგიკვირდეს რომ ამბობენ, გერმანიაში ჩემპიონის ვინაობა გარკვეულიაო. არადა, მასპინძლებმა რიხით დაიწყეს თამაში. მიუნხენის გუნდიდან გოლები გაიტანეს ხავი მარტინესმა, ფრანკ რიბერიმ და ხამეს როდრიგესმა. მასპინძელთა გოლი თამაშის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე, 0:2-ზე, კევინ ფოლანდმა შეაგდო.
„დოიჩე ველე” წერს, მართალია რიბერის კარიერა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ „ბაიერნისთვის” მაინც მნიშვნელოვანი ფიგურააო. გუშინ, ფრანგი გახდა პირველი არაგერმანელი რომელმაც უკვე ბუნდესლიგის 11 სეზონში გაიტანა გოლი.
გულშემატკივარს აინტერესებდა „ჰოფენჰაიმიდან” ახალდაბრუნებული, 30 წლის სანდრო ვაგნერის თამაშიც, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ „ლევერკუზენთან” რობერტ ლევანდოვსკი არ იყო, ის მაინც ვერ მოხვდა სასტარტოში. ვაგნერი მოედანზე 78-ე წუთზე სწორედ რიბერის მაგივრად შევიდა.
ეს გახლდათ შეხვედრა, რომელშიც არიენ რობენი და ფრანკ რიბერი 2017 წლის 1 ოქტომბრის მერე პირველად გავიდნენ ერთად სასტარტო შემადგენლობაში.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 21:53მონტენეგრო დაძლეულია
მთავარი ამბავი20/08/2026 | 22:20იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
სიახლეები12/08/2026 | 21:49ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა
