გაგიგიათ ვინმეს პაველ პოგრებნიაკი? არის ასეთი ფეხბურთელი მოსკოვის „დინამოში“, რომელსაც რუსთა ნაკრებშიც უბურთავია და ერთი პერიოდი გოლები ინგლისურ პრემიერლიგასა და ბუნდესლიგაშიც გაჰქონდა.
მოკლედ, შეიძლება, ეს ჩვენი პავლე გინესის წიგნის ბინადარი გახდეს, როგორც ადამიანი, იტალიური სერია A-ს მატჩზე დასწრება ასტრონომიული თანხა რომ დაუჯდა. თუმცა, მოვუსმინოთ კლუბის წარმომადგენელს:
„როგორც ჩანს, პოგრებნიაკს ჭკუა არ ეყო.
9 დეკემბერს „ანჟისთან“ 14.00 საათზე შეხვედრა გვქონდა, მან მოგონილი მიზეზით გააცდინა შეხვედრა, დილის 9.00 საათზე ძმა-ბიჭებთან ერთად იტალიაში გაფრინდა და საღამოს „იუვენტუსი“-„ინტერის“ მატჩს დაესწრო.
რუსეთის შრომითი კოდექსის 94-ე მუხლისა და მოქმედი კონტრაქტის თანახმად კი მისი საჯარიმო სანქცია 20 მილიონ ევროს უდრის. ჰოდა პოგრებნიაკი ან ამ თანხას გადაიხდის, ანაც კლუბს დატოვებს”
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
სიახლეები21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
