კატეგორია: სიახლეები

Home სიახლეები
სენეგალის წაგება შიდა არეულობის ბრალი იყო
ჩანაწერი

სენეგალის წაგება შიდა არეულობის ბრალი იყო

ბელგიელებს ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ: ისინი მსოფლიოს ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალში სენეგალთან 0:2-ს აგებდნენ და 3:2 მოიგეს. რომელუ ლუკაკუმ და იური ტილემანსმა ძირითადი დროის დამთავრებამდე 4 და 1 წუთით ადრე გაათანაბრეს ანგარიში, დამატებითი დროის ბოლო წუთზე კი სენეგალის კარში პენალტი დაინიშნა და ტილემანსმა გამარჯვების გოლიც შეაგდო. (ანგარიში 24-ე წუთზე გახსნა ჰაბიბ დიარამ, ხოლო 51-ე წუთზე ისმაილა სარამ...

სუპერთასი ქუთაისში წავიდა
ჩანაწერი

სუპერთასი ქუთაისში წავიდა

საქართველოს სუპერთასი ქუთაისის „ტორპედომ“ მეოთხედ მოიპოვა – ფინალურ შეხვედრაში ქუთაისელებმა თბილისის „იბერია“ დაამარცხეს და გერმანელი დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით პირველი ტიტული მოიპოვეს. თბილისში გამართულ შეხვედრაში სტუმრებმა პირველ ტაიმში ანდრიჩისა და არაბიძის გოლებით ორბურთიანი ფორა მოიპოვეს, ტაიმის ბოლოს ბედოშვილმა სხვაობა შეამცირა. მეორე ტაიმში ნიკოლოზ დადიანმა ანგარიში გაათანაბრა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც სტუმრებმა უფრო იყოჩაღეს,...

მბაპე ბომბარდირთა შორის ლიდერობს
ჩანაწერი

მბაპე ბომბარდირთა შორის ლიდერობს

მსოფლიოს ჩემპიონობას არაფერი სჯობს, თუმცა არსებობს ინდივიდუალური ტიტულები, რომელთაგან ძალიან პრესტიჟულად საუკეთესო ბომბარდირობა ითვლება. მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი ხმაურიანი რეკორდი ლეო მესიმ დაამყარა, როდესაც ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მიროსლავ კლოზე ჩამოიტოვა – გერმანელს 16 გოლი ჰქონდა გატანილი – მაგრამ უშუალოდ ამ მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირობისთვის ბრძოლაში ლეგენდარულ არგენტინელს კილიან მბაპემ გადაასწრო. მას მერე, რაც მეთექვსმეტედფინალში შვედებს...

იბრაჰიმოვიჩი: საფრანგეთის შემაშინებელია
ჩანაწერი

იბრაჰიმოვიჩი: საფრანგეთის შემაშინებელია

შეტევითა და ფანტაზიით სავსე საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალში შვედეთს 3:0 მოუგო (მბაპე 45,74; ბარკოლა 53) და შემდეგ ეტაპზე პარაგვაის უნდა შეხვდეს. „ალბიროხამ“ წინა დღეს გერმანიას მოუგო პენალტებით (ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დამთავრდა). beIN Sport-მა მომავალი მეტოქის შესახებ ფრანგების თავკაცს დიდიე დეშამს ჰკითხა. „მათი თამაში ვნახე და მინდა გითხრათ, რომ პარაგვაი მერვედფინალში შემთხვევით არ...

ბოლქვაძემ პირველი გაიარა
ჩანაწერი

ბოლქვაძემ პირველი გაიარა

მარიამ ბოლქვაძე „უიმბლდონზე“ გზას აგრზელებს. ჩვენიანმა კვალიფიკაციის მოგების შემდეგ ძირითადი ბადის პირველი ეტაპიც გაიარა – მარიამმა ავსტრალიელი აილა ტომლიანოვიჩი 6:2; 4:6; 6:4 დაამარცხა. ძალიან დამაინტრიგებელი მატჩი იყო, ბევრი ბრეიკით… ბოლქვაძემ პირველ სეტში ერთის სანაცვლოდ სამი ბრეიკი გაახერხა და 1:0 დაწინაურდა; მარიამმა მეორე სეტში ორჯერ წაართვა მეტოქეს ჩაწოდება, მაგრამ ავსტრალიელმა ეს ოთხჯერ მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა;...

ორი გრანდი პენალტებით გავარდა
ჩანაწერი

ორი გრანდი პენალტებით გავარდა

ნიდერლანდებისა და მაროკოს შეხვედრა პენალტებით მაროკომ მოიგო. აშრაფ ჰაკიმი და მისი თანაგუნდელები მეთექვსმეტედფინალში კანადას შეხვდებიან. რამდენად სანახაობრივი იყო შეხვედრა, რომლის ძირითადი დროც 1:1 დამთავრდა? გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მსოფლიოს სპორტულ მედიაში გამოითქვა აზრი, რომ გულშემატკივარი უკეთეს სანახაობას ელოდა, უპირველეს ყოვლისა ალბათ ჰოლანდიელებისგან. მათმა მეკარემ ბარტ ვერბრუგენმა, რომელიც „ბრაიტონის“ კარს იცავს, რამდენიმე ეპიზოდში თავი გამოიჩინა, მაგრამ...

ბარსელონაში კეინი ახსენეს
ჩანაწერი

ბარსელონაში კეინი ახსენეს

„ბარსელონა“ ინგლისის ნაკრების კაპიტან ჰარი კეინის ტრანსფერზე მუშაობს. კატალონიური კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ თავდამსხმელის გარემოცვას პოტენციური ტრანსფერის განსახილველად. აღნიშნულია, რომ კეინს „ბაიერნთან“ კონტრაქტით ერთი წელი აქვს დარჩენილი. თავად ფეხბურთელი გერმანიაში თავს კომფორტულად გრძნობს და ამჟამად მიუნხენის კლუბთან ხელშეკრულების შესაძლო გახანგრძლივებაზეა ორიენტირებული. „ბარსელონა“ მზადაა, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სიტუაციას გადახედოს, თუ ტრანსფერის პირობები უფრო ხელსაყრელი გახდება.

ლატვიასთან ლიდერების გარეშე
ჩანაწერი

ლატვიასთან ლიდერების გარეშე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მოსამზადებელ ეტაპზე რიგაში, ლატვიასტან ამხანაგური მატჩი გამართა და 87:77 დაამარცხა. ეს იყო ჩვენი გუნდის ბოლო შეხვედრა იმ ოფიციალური მატჩების წინ, რომელიც 2 ივლისს უკრაინასთან (რიგაში), ხოლო 5 ივლისს ესპანეთთან (თბილისში) გველის. ალეკსანდრ ჯიკიჩს შესაძლებლობა მიეცა საქმეში ყველა ის ახალბედა კალათბურთელი ენახა, რომელიც გამოძახებული ჰყავს. ისევ არ უთამაშია თორნიკე...

25-ე ტულუზური
ჩანაწერი

25-ე ტულუზური

შაბათს, პარიზის გარეუბან სენ-დენიში მდებარე დიდებულ „სტად დე ფრანსზე“ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარი მატჩი შედგა – ფინალში ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და ყველაზე ტიტულოვანი კლუბი „ტულუზი“ 2022 წლის ჩემპიონ „მონპელიეს“ დაუპირისპირდა და მიუხედავად, რომ არცთუ დიდი სხვაობით – 28:20 დაამარცხა, თავისი უპირატესობა ეჭვქვეშ წამითაც არ დაუყენებია. ტულუზელებმა უმაღლესი კლასის რაგბი ითამაშეს, 2 ლელო საფრანგეთის ნაკრების...

გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
ჩანაწერი

გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი

შაბათს ესპანეთის ნაკრებმა იერემი პენიასა და ნიკო უილიამსის ტრავმები დაადასტურა. მოგვიანებით ორივე ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. განსაკუთრებით ემოციური გამოდგა „ბილბაოს“ ფორვარდის უილიამსის წერილი რომელშიც ის ამბობს, რომ ეს იყო მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე. მას პუბალგია ანუ თიაქარი ახალი მორჩენილი ჰქონდა, ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელმა ნიკო დე ლა კრუზმა კი ერთ-ერთი მორიგი უხეშობის დროს...