„მანჩესტერ სიტის“ ფანებმა პროტესტის ახალი ფორმა მოიგონეს და ლივერპულში „ენფილდ როუდზე“ წარმოადგინეს – მათ ტრიბუნაზე იმდენი გასაბერი ბანანი მიიტანეს, რომ იქაურობა გადააყვითლეს. ასეთი აქცია მოულოდნელი იყო, მაგრამ როგორც ამბობენ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. მიზეზი: მოგეხსენებათ, „სიტის“ ფინანსური დარღვევები აღმოუჩინეს და დაუმტკიცეს. ლაპარაკია 100-ზე მეტ დარღვევაზე. კლუბმა ვერდიქტი გაასაჩივრა და რამდენიმე თვეში პასუხს ელის, მანამდე...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ზაბარნის ზამთარში გაყიდვას უპირებენ
უკრაინული პრესა წერს, რომ „პარი სენ ჟერმენი“ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ილია ზაბარნის გაყიდის. პარიზული კლუბი ცენტრალური მცველით უკმაყოფილოა. ზაბარნის „პარკ დე პრენსზე“ პირველი სეზონი უხეირო ჰქონდა, მაგრამ ლუის ენრიკე უკრაინელს მაინც ენდობოდა. ამის შემდეგ დაიწყო ახალი, 2026-27 წლების სეზონი და ფეხბურთელმა კვლავ ვერ გამოიჩინა თავი, რის შემდეგაც ესპანელმა სპეციალისტმა მის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. პსჟ-ში...
კვარა ლე მანთან სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს?
სამკვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ „პარი სენ ჟერმენი“ საქმეს უბრუნდება. ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებული შაბათს „ლე მანს“ ხვდება. ეს იქნება ლიგა 1-ის მეექვსე ტურის შეხვედრა, თუმცა ბუნებრივია ლუის ენრიკე მას განიხილავს როგორც მოსამზადებელ მატჩს ოთხი დღის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტისთან“ თამაშის წინ. სწორედ ინგლისში გამგზავრებით არის განპირობებული ის, რომ მწვრთნელმა ოსმან დემბელეს და ნუნუ...
მანჩესტერ სიტი ქართველების წინააღმდეგ
„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელი ენცო მარესკა ამბობს, რომ გუნდში ფანტასტიკური ვითარებაა და მისი ფეხბურთელები დიდად არ დაგიდევენ, რომ კლუბი მისთვის წაყენებული 115 ბრალდებიდან უმეტესობაში დამნაშავედ ცნეს. „სიტის“ ფეხბურთელები სანაკრებო შეკრებებიდან მანჩესტერში დაბრუნდნენ. ცხრა დღით ადრე კი პრემიერლიგამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერია, რომ „ქალაქელები“ ფარული დაფინანსების დასამალად ფიქტიურ კონტრაქტებს იყენებდნენ, რომელთა ჯამი 830 მილიონ გირვანქას აჭარბებს. BBC...
აკლიუში კვარას ერთ-ერთი კონკურენტია?
მაგნეს აკლიუში ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებში თავიდან არ გამოიძახა, მაგრამ შემდეგ უორენ ზაირ-ემერის მოუხდა შეკრების დატოვება და მან ბელგიის წინააღმდეგ ორ შეხვედრაში, ჯამში 135 წუთი ითამაშა. „პარი სენ ჟერმენის“ ახალწვეული ამ ორ მატჩში ცუდი არ იყო, თუმცა ეფექტიც არ მოუხდენია. აკლიუში, რომელიც პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთ კონკურენტად ითვლება 24 წლისაა, 25-ის 25 თებერვალს გახდება. ფრანგული...
რა აკლია ჰარი კეინს?
ჰარი კეინი რომ დიდი ფეხბურთელია ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, მაგრამ როდესაც ამბობენ, რომ ის ინგლისური ფეხბურთისა თუ ნაკრების ისტორიაში უდიადესია, ბევრი კამათს იწყებს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან კეინის კარიერას ერთი თავისებურება ახასიათებს – მას ხმაურით და ვარსკვლავური ეფექტებით არ ჩაუვლია. ის ყოველთვის იყო სტაბილური, გენიალური ეპიზოდების გარეშე. მაგრამ ამას ჯუდ ბელინგემისთვის ხელი არ...
მამარდა მათ მოსაწონს ვერაფერს აკეთებს
საქართველოს ნაკრებმა ერთა B ლიგის შეხვედრაში ბელფასტში ფრედ ითამაშა და ეს გიორგი მამარდაშვილის წყალობით შეძლო – „ლივერპულის“ მეკარემ 83-ე წუთზე აიზეკ პრაისს პენალტი აუღო. ქართველ გოლკიპერს საგანგებო წერილი მიუძღვნა პორტალმა empireofthekop, რომლის მთავარ მომენტებს ქვემოთ გთავაზობთ: BBC Sport- ის რეპორტაჟში ჯანა მაკკეიბმა თქვა: „ჩრდილოეთ ირლანდია ბოლო ათი წუთის განმავლობაში კიდევ ერთხელ გამოცოცხლდა. რუაირი მაკკონვილის თავური...
ირლანდია vs ისრაელი: ფურთხება სერბეთში
ირლანდიის და ისრაელის ნაკრები გუნდების შეხვედრა (1:1) დაძაბული გამოდგა, მაგრამ არა მარტო სპორტული თვალსაზრისით. შეხვედრა სერბეთში მაყურებლის გარეშე ჩატარდა და როგორც Irish Times წერს პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ისრაელის ნაკრების მავანმა ფეხბურთელმა ირლანდიელთა ფიზიკური მომზადების მწვრთნელს დემიენ დოლის შეაფურთხა. სატელევიზიო ჩანაწერში ფურთხება არ ჩანს, მაგრამ ისმის ხმა: მან მე შემაფურთხა! ეს მაშინ მოხდა, როდესაც გუნდები...
ესპანეთის ნაკრებს ფაბიან რუისიც გამოაკლდა
ფაბიან რუისი ესპანეთის ნაკრების ბანაკიდან გაათავისუფლეს. ნაცვლად იმისა, რომ შაბათს ჩეხებთან ეთამაშა „პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი პარიზს გაემგზავრა, რადგან… პირველი შვილი შეეძინა. ესპანელებმა ჩეხებს 3:1 მოუგეს. ანგარიში მე-6 წუთზე ლამინ იამალმა გახსნა, 35-ე წუთზე მეორე გოლი როდრიმ შეაგდო, 69-ზე ჟირი სლამამ სხვაობა შეამცირა, მაგრამ 89-ე წუთზე მიკელ მორენომ „ლა როხას” მესამე გოლი შეაგდო. ესპანეთის ფეხბურთის...
ფერან ტორესი დაშავდა
„პარი სენ ჟერმენს“ შემდეგი თამაში 10 ოქტომბერს უწევს შინ „ლე მანთან“, მაგრამ ლუის ენრიკეს უსიამოვნო ამბავი შეატყობინეს: ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით ფერან ტორესმა ტრავმის გამო ნაკრების ბანაკი დატოვა. „ლა როხას“ თავდამსხმელმა (66 მატჩი, 25 გოლი) კოჭი იტკინა. „პსჟ-სა და ესპანეთის ნაკრების მოთამაშე მარცხენა კოჭის ტკივილს უჩიოდა. თავიდან ეს მას ვარჯიშსა და თამაშში ხელს არ უშლიდა,...









