2025 წელს „ლივერპული’’ მეორედ დამარცხდა „უემბლიზე’’. პირველად ეს 16 მარტს ლიგის თასის ფინალში მოხდა, როდესაც მერსისაიდელებს „ნიუკასლმა’’ 2:1 მოუგო, მეორედ კი გუშინ სუპერთასზე ანუ იგივე „ქომუნითი შელდზე’’, პენალტებით ― თავად შეხვედრა 2:2 დასრულდა. გიორგი მამარდაშვილს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მუღია, ის არ ათამაშეს. ლივერპულის პრესაში წერენ, რომ მარტის ფინალთან შედარებით „ქომუნითი შილდის’’ თამაში „წითლებმა’’ უკეთ...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
ნუნიესი არაბეთში გადაბარგდა
26 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი დარვინ ნუნიესი გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულიდან’’ „ალ-ჰილალში’’ გადავიდა. საუდელებმა მასში 53 მილიონი ევრო გადაიხადეს. ნუნიესმა „ენფილდზე’’ სამი წელიწადი გაატარა. უფრო ადრე ის „ბენფიკაში’’ თამაშობდა, საიდანაც მერსისაიდელებმა 75 მილიონს პლუს ბონუსებად იყიდეს. ინგლისში ნუნიესმა 143 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა. მან არნე სლოტისეული გუნდის გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა ბოლო წრეში მხოლოდ რვაჯერ მოხვდა...
შევალიე ოფიციალურად გაპარიზელდა
ოფიციალურად გამოცხადდა: მეკარე ლუკა შევალიე „პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელია. 23 წლის მოთამაშემ საფრანგეთის ჩემპიონთან, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან და კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერი შაბათს, 9 აგვისტოს დადასტურდა. შევალიეს ყოფილი კლუბი „ლილი’’ დაახლოებით 40 მილიონ ევროს და მომავალში შესაძლოა დამატებით 15 მილიონსაც მიიღებს. შევალიე „ლილში’’ 2021 წლიდან თამაშობდა. მან ამ გუნდის შემადგენლობაში...
დაახალეთ პირდაპირ…
ბოლივიის ჩემპიონატში მეორე ადგილზე მყოფი „სტრონგისტისა’’ და მეოთხე ადგილზე მყოფი „ბლუმინგის’’ შეხვედრაში შოკისმომგვრელი რამ მოხდა: „სტრონგისტმა’’ 3:2 მოიგო, გამარჯვების გოლი ხუან გოდოიმ გაიტანა, მაგრამ მას მერე რაც გულშემატკივრებმა მაშხალების სროლა დაიწყეს, მდგომარეობა აირია. არსებობს პიროტექნიკის ნაირსახეობა, რომელსაც ჰქვია „იორონა’’. მას ჰაერში რაკეტასავით ისვრიან, გულშემატკივრებმა კი მოედანზე დამიზნებით სროლა დაიწყეს. ერთი ასეთი რაკეტა სწორედ ნახსენებ გოდოის...
მეფე ჟორჟი პარიზშიც არ იყიდება
რაც სატრანსფერო ფანჯარა გაიღო „ლიონი’’ ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ბევრ კომპრომისზე წავიდა, ასე ვთქვათ ქამარი მოიჭირა. მგეხსენებათ, რონისპირელები სავალალო საბანკო ანგარიშების გამო კინაღამ ლიგა 2-ში დააქვეითეს, მაგრამ კლუბი გადარჩა და ფულის საშოვნელად მოთამაშეების გაყიდვას შეუდგა. „ლიონი’’ დატოვეს ლიდერებმა ალექსანდრ ლაკაზეტმა, რაიან შერკიმ, ტიაგო ალმადამ და ლუკა პერიმ, რამაც პაულუ ფონსეკას გუნდი დაასუსტა, მაგრამ ახლა პორტუგალიელი...
სენტ ეტიენი ამ ორ თავდამსხმელს არ ყიდის და მორჩა!
არის ფრანგული საიტი, სახელწოდებით peuple-vert, რომელიც „სენტ ეტიენის’’ ამბებს წერს და მან ქართველი თავდამსხმელის ზურიკო დავითაშვილის შესახებ ასე დაწერა: მიუხედავად იმისა, რომ კლუბის დატოვება უნდათ, დავითაშვილს და ლუკა სტასენს ფორეში (ისტორიული რეგიონი საფრანგეთში, რომელშიც შედის ქალაქი სენტ ეტიენი) მოუწევთ დარჩენა. ყოველ შემათხვევაში ასე სურს „მწვანეების’’ ხელმძღვანელობას, რომელმაც ქართველისა და ბელგიელის შენარჩუნება თავის პრიორიტეტად აქცია. „სენტ...
ცხრა პარიზელი ოქროს ბურთის სიაში
სანამ ჩვენ ვხარობთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია კარიერაში მეორედ მოხვდა „ოქროს ბურთის’’ ნომინანტთა სიაში, „პარიზიენი’’ ხაზს უსვამს, რომ ამ ოცდაათეულში „პარი სენ ჟერმენის’’ ცხრა ფეხბურთელისთვის გამოიძებნა ადგილი, რაც რეკორდია. კვარაცხელიას გარდა ეს ფეხბურთელები არიან: აშრრაფ ჰაკიმი, დეზირე დუე, ჯანლუიჯი დონარუმა, ოსმან დემბელე, ჟოაო ნევეში, ნუნუ მენდეში, ფაბიან რუისი და ვიტინია. „ორმა ფეხბურთელმა, პაჩომ და მარკინიოსმა ოცდაათეულში...
ლივერპულში უხარიათ: ალისონი დაბრუნდა!
„ლივერპული’’ კვირას სეზონის პირველი ტიტულის, „ქომუნითი შეილდის’’ ანუ იგივე ინგლისის სუპერთასის მოპოვებას შეეცდება. ინგლისის ჩემპიონი „უემბლიზე’’ ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელს „კრისტალ პალასს’’ დაუპირისპირდება. მოგების შემთხვევაში მერსისაიდელები ამ ჯილდოს ოთხ წელიწადში მეორედ აღმართავენ. 2022 წელს „ლივერპული’’ „მანჩესტერ სიტის შეხვდა და 3:1 მოუგო. იმ დღეს შედგა დარვინ ნუნიესის დებუტი „წითლების’’ შემადგენლობაში. მან 90+4 წუთზე გოლიც გაიტანა, მაგრამ...
ბეტისმა და კომომ ჩხუბში ივარჯიშეს
ესპანური „ბეტისი’’ სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრაში იტალიურ „კომოს’’ დაუპირისპირდა, მაგრამ სიტყვა დაპირისპირება სპორტის ფარგლებს გასცდა და მუშტიკრივში გადაიზარდა. ჯგუფურ ჩხუბში ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა. შესვენებისას „კომო’’ იგებდა 2:0-ს. გოლები გაიტანეს „ბეტისის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა ასანე დიაომ და ლუკას დე კუნიამ. ჩხუბის მიზეზი კი პაბლო ფორნალსისა და მასიმო პერონეს ძიძგილაობა გახდა. იყო კომიკური მომენტიც, როდესაც „ბეტისის’’ ფეხბურთელი...
პარი სენ ჟერმენი ვარჯიშს შეუდგა
სამშაბათს, 6 აგვისტოს „პარი სენ ჟერმენის’’ საწვრთნელი ცენტრის შესასვლელთან გულშემატკივარი ტრიალებდა. ზაფხულის ცხელ დღეებში, როდესაც საფრანგეთის დედაქალაქის ბევრმა რაიონმა ჩაიძინა, აქ გამოცოცხლება შეინიშნებოდა ― „მიუნხენის გმირები’’, რომელთაც 31 მაისს „ალიანც არენაზე’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს’’ 5:0 მოუგეს, საქმეს დაუბრუნდნენ. ბოლოხანს აგორებული ჭორების მიუხედავად მეკარე ჯანლუჯი დონარუმა ყველას უღიმოდა. ქომაგებს მანქანის ფანჯრიდან გულთბილად ესაპმებოდა ჟოაო ნევეში,...









