ბოლივიის ჩემპიონატში მეორე ადგილზე მყოფი „სტრონგისტისა’’ და მეოთხე ადგილზე მყოფი „ბლუმინგის’’ შეხვედრაში შოკისმომგვრელი რამ მოხდა: „სტრონგისტმა’’ 3:2 მოიგო, გამარჯვების გოლი ხუან გოდოიმ გაიტანა, მაგრამ მას მერე რაც გულშემატკივრებმა მაშხალების სროლა დაიწყეს, მდგომარეობა აირია.
არსებობს პიროტექნიკის ნაირსახეობა, რომელსაც ჰქვია „იორონა’’. მას ჰაერში რაკეტასავით ისვრიან, გულშემატკივრებმა კი მოედანზე დამიზნებით სროლა დაიწყეს. ერთი ასეთი რაკეტა სწორედ ნახსენებ გოდოის მოხვდა და მოედანზე დააგდო. კიდევ კარგი მან მოედნიდან თავისი ფეხით მოახერხა გასვლა, მაგრამ გენიტალიების ექიმისთვის ჩვენება მოუხდა. დიაგნოზი გახლდათ პირველი ხარისხის დამწვრობა და ჰემატომა სათესლე ჯირკვლების მიდამოებში. დაუდგინდა სათესლე ჯირკვლის ანთებაც.
საკუთარი ფეხბურთელის დაზიანება „სტრონგისტის’’ ულტრასებს ბრალდებათ. დაიწერა, რომ მაშხალები მათ კლუბის მეპატრონეების წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად სჭირდებოდათ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 09:41მბაპე ხალხს უზარმაზარ ფულს აკარგვინებს
მთავარი ამბავი29/10/2026 | 08:18მამარდა – პენალტების გმირი
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 10:15ინგლისი და გერმანია ხარობენ, იტალია კი კეინს ერთ ჩეულებრივ ვარსკვლავს უწოდებს
მთავარი ამბავი28/10/2026 | 08:29პსჟ-ს გასახდელში არეულობის შეეშინდა?
