ფრანგმა უგო ეკიტიკემ „ლივერპულს’’ გამარჯვება მოუტანა, მაგრამ მწვრთნელიც გააბრაზა. ეს ლიგის თასის მეთექვსმეტედფინალური შეხვედრის 85-ე წუთზე მოხდა, როდესაც თავდამსხმელმა თანაგუნდელების ლამაზი კომბინაცია შედარებით იოლი დარტყმით დაასრულა, შემდეგ კი მაისური გაიხადა და ტრიბუნას თავისი ნომერსა და გვარზე მიუთითა. საფინალო სასტვენამდე 5-10 წუთით ადრე ასეთ საქციელში კატასტროფული არაფერი იქნებოდა 53-ე წუთზე მიღებული პირველი ყვითელი ბარათი რომ არა....
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
მამარდას დებიუტი
„ლივერულმა’’ „საუთჰემპტონს’’ შინ ინგლისის ლიგის ანუ „კარაბაოს’’ თასზე 2:1 მოუგო. ეს გახლდათ გიორგი მამარდაშვილის პირველი ოფიციალური მატჩი ახალი კლუბის შემადგენლობაში. ქართველმა მეკარემ კარგად ითამაშა, იყო უკიდურესად მობილიზებული და მონდომებული. გთავაზობთ, ორიოდ შეფასებას. Liverpoolecho: გიორგი მამარდაშვილი – 7. „შეხვედრის დასაწყისში ადამ არმსტრონგის დარტყმული ძალიან კარგად მოიგერია და საერთოდაც საკუთარ თავში დარწმუნებული მეკარე ჩანს. ფეხით პასების განაწილება...
ჟორჟი შევიდა და თამაში მოიგო
„ამ შეხვედრაში ბურთს ბევრჯერ არ შეხებია, მაგრამ ერთი საუცხოო მოქმედებით მისი ბედი გადაწყვიტა. მიქაუტაძემ წამოიწყო გარღვევა მარჯვნიდან, გასცდა კარმონას და საგოლე პასი მიაწოდა სოლომონს’’, ― წერს AS ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ, რომელიც „სევილიაში’’ მწვრთნელმა მარსელინომ მოედანზე 69-ე წუთზე შეუშვა. 84-ე წუთზე ჩაერთო საქმეში ისრაელის ნაკრების მოთამაშე მანორ სოლომონიც, ხოლო გოლი, რომელიც შეცვლაზე შესულმა ამ ორმა ფეხბურთელმა...
გამარჯვება 14 წლის შემდეგ
„მარსელს’’ „პარი სენ ჟერმენისთვის’’ შინ ბოლოს 2011 წლის 27 ნოემბერს ჰქონდა მოგებული – 3:0. და აი, ფაქტობრივად 14 წლის შემდეგ მასპინძლებმა „ველოდრომზე’’ წვიმის გამო ერთი დღით გადადებულ „ლე კლასიკში’’ ისევ გაიმარჯვეს. „მარსელმა’’ პარიზელებს აჯობეს. სანამ ოსმან დემბელე საფრანგეთის დედაქალაქში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ელოდა, მისი თანაგუნდელები კალაპოტიდან ამოვარდნილები ჩანდნენ და მე-5 წუთზე მეკარე ლუკა შევალიეს...
იამალის მამა გამძვინვარდა
2025 წლის „ოქროს ბურთის’’ მფლობელი გახდა ოსმან დემბელე! მას ჯილდო „ფრანს ფუტბოლის’’ დაჯილდოების ცერემონიაზე პარიზში, შატლეს თეატრში ლეგენდარულმა რონალდინიომ გადასცა. 28 წლის დემბელე გახდა მეექვსე ფრანგი ფეხბურთელი ვინც ეს ჯილდო აღმართა. მანამდე იყვნენ: რაიმონდ კოპა (1958), მიშელ პლატინი (1983,1984,1985), ჟან-პიერ პაპენი (1991), ზინედინ ზიდანი (1998) და ქარიმ ბენზემა (2022). 2025 წელი ისტორიული გახლდათ დემბელეს კლუბისთვის...
ბარსა vs ხეტაფე – სიძულვილის მორიგი ეპიზოდი
„ბარსელონასა’’ და „ხეტაფეს’’ შორის დაპირისპირება ესპანური ლა ლიგის ერთ-ერთ ლაიტმოტივად იქცა. საკმარისია კალენდარმა ამ გუნდების შეხვედრა მოიტანოს, რომ მატჩი და მხარეებს შორის მწარე სიტყვების გაცვლა-გამოცვლა ერთია. სერიალის ბოლო ეპიზოდი გუშინ შედგა, როდესაც „ბარსამ’’ მადრიდთან მდებარე პატარა ქალაქის გუნდს შინ 3:0 მოუგო. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ფერან ტორესმა და სტუმართა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა იკამათეს. „ბლაუგრანას’’ თავდამსხმელმა „ხეტაფეს’’...
როგორ ჩარჩნენ პარიზელები მარსელში
„მარსელისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ თამაში გადაიდო. ადგილობრივი პრეფექტურის სამსახურები წინა დღიდან აკვირდებოდნენ საგანგაშო სიგნალებს: ნარინჯისფერი განგაში, ძლიერი წვიმა, მეხი, ქალაქის დატბორვისა და მოულოდნელი ღვარცოფების რისკი. მარსელელები იმედოვნებდნენ, რომ ანდაზისა არ იყოს ისე არიწვიმებდა როგორც ქუხდა და „ველოდრომიც’’ მზად იყო 65 000 მაყურებლის მისაღებად, მაგრამ 14 საათზე, როდესაც პირველმა გულშემატკივრებმა სტადიონის მიდამოებში შეგროვება დაიწყეს, გუნდები კი...
მარსელი-პსჟ ხვალისთვის გადაიდო! კი მაგრამ ოქროს ბურთი?
ფრანგული მედია რამდენიმე დღეა აცხადებდა, რომ ბუშ-დიუ-რონის თავს დატეხილი ავდრის გამო დღევანდელი შეხვედრა „მარსელსა” და „პარი სენ ჟერმენს” შორის საფრთხის ქვეშ იდგა და აი, რეგიონის პრეფექტის გადაწყვეტილებით მატჩი გადაიდო. ის ხვალ, საქართველოს დროით 22 საათზე გაიმართება. უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ხვალ ზუსტად იმავე დროს პარიზში „ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთის” დაჯილდოვებაა. პსჟ-ს ფეხბურთელთაგან მას დაესწრებიან დაშავებულები ოსმან...
როგორ მალავს ფრანს ფუტბოლი გამარჯვებულის ვინაობას?
ოსმან დემბელე თუ ლამინ იამალი? აშრაფ ჰაკიმი თუ რაფინია? „ოქროს ბურთით’’ დაჯილდოების ცერემონიალზე ორგანიზატორები ინტრიგის შენარჩუნებას ბოლომდე აპირებენ. ვითარება ძირეულად განსხვავდება იმისგან, რასაც საფეხბურთო საზოგადოება ბოლო წლებში მიეჩვია: გამარჯვებულის ვინაობა კი არა, ხანდახან უკვე ქულების მიხედვით დალაგებული ნომინანტთა ოცდაათკაციანი სია ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა ცნობილი. შოუს გადასარჩენად და გამარჯვებულ-დამარცხებულთა ბუნებრივი ემოციების შესანარჩუნებლად „ფრანს ფუტბოლმა’’ გასულ წელს...
ნერეში წუთებს ითხოვს
ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდი „ნაპოლი’’ „პიზას’’ უმასპინძლებს. „აძურიმ’’ ბოლო შეხვედრა „მანჩესტერ სიტისთან’’ წააგო და ახლა მოგება სწყურია. ანტონიო კონტემ ამ შეხვედრაში ნეაპოლელთა შემადგენლობა შეიძლება გადაახალისოს. ლაპარაკია იმაზე, რომ 14 აპრილის(!) შემდეგ მოედანს შეიძლება ბრაზილიელი დავიდ ნერეში დაუბრუნდეს. ის ტრავმის გამო ჩამოშორდა მოედანს და 2025 წელს გუნდის წარმატებებში წვლილი დიდად არ შეუტანია. ნეაპოლური პრესა წერს,...









