„ვილიარეალმა’’ ლა ლიგაში შინ ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო. ეს იყო მატჩი, რომელშიც „ყვითელი წყალქვეშა ნავი’’ თავიდან ჩამორჩა მოწინააღმდეგეს, მერე კი ბედი სათავისოდ შემოატრიალა. ამ დღეს „ოსასუნას’’ ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე გახლდათ. მან თავიდანვე შექმნა მომენტები. პირველი სახიფათო ეპიზოდი მაშინ შეიქმნა, როდესაც ქართველი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა ისიდრო დიასმა თამაშის გაგრძელება...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
ხომ არ ჩაიშლება პსჟ-ს თამაში?
ხვალ დიდი მატჩია, „მარსელი’’ „პარი სენ ჟერმენს’’ მასპინძლობს, „პარიზიენში’’ კი უცნაური წერილი დაიწერა: ჩაიშლება ფრანგული კლასიკო? – კითხულობს ფრანგული გაზეთი. პირველი, რასაც მკითხველი იფიქრებს გუნდების გულშემატკივართა მტრობაა. მარსელელი ქომაგები დედაქალაქელთა გუნდისადმი ავი დამოკიდებულებით გამოირჩევიან, მაგრამ თურმე ამჯერად მიზეზი სულ სხვაა: ზღვისპირა ქალაქში ავდარია გამოცხადებული. პროგნოზის თანახმად დღეს, შაბათს და ორშაბათს მარსელში მზიანი დარი იქნება, აი,...
ზიდანი ალჟირის ნაკრებში!
ახდა მილიონობით ალჟირელი ქომაგის ოცნება: ზიდანი მათი ქვეყნის ნაკრებში ითამაშებს, თუმცა ბუნებრივია ის ვერაფრით იქნება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი ზენედინი. ლაპარაკია მის ვაჟზე, 27 წლის მეკარეზე ლუკა ზიდანზე, რომელსაც ისტორიული სამშობლოს ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს და ვერც ექნება, მაგრამ თავად ცნობამ ფეხბურთის მოყვარულები ააფორიაქა. ამ დღეებში გაისმის კითხვა: როდის...
ჩემპიონთა ლიგა: პირველი ტურის ბოლო დღე
მარკუს რაშფორდის პირველი გაბრწყინება „ბარსელონას’’ შემადგენლობაში… ერლინგ ჰოლანდმა ახი ნიშნული გადალახა… გრიმალდოს დაუჯერებელი კვირა აქვს – ჯარიმა ჯარიმაზე გააქვს… ჯამში ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მესამე დღეც საინტერესო გამოდგა. „ბარსა’’ ნიუკასლს ესტუმრა, რაშფორდი კი ეტყობა ინგლისურ ჰავას იყო მონატრებული ― მშობლიურ გარემოში ორი გოლი გაიტანა. ეს მეორე ტაიმში 58-ე და 67-ე წუთებზე მოხდა. „კაჭკაჭების’’ მიერ 90-ე...
ქოჩორას ყვითელი ბარათი და საგოლე პასი
გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა’’ ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტ „ქაირათს’’ თავისი ადგილი მიუჩინა – 4:1. მეორე მხრივ აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის გუნდმა პორტუგალიურს ერთი საათის განმავლობაში შეძლებისდაგვარად გაუწია წინააღმდეგობა, 65-ე წუთამდე მხოლოდ 0:1-ს აგებდა. ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქოჩორაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა. მე-4 წუთზე მან ორთაბრძოლაში მეტოქეს ტერფზე ფეხი დააბიჯა, რისთვისაც ყვითელი ბარათით დასაჯეს. 44-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე...
ლიგის მეორე დღე ანუ დავიდ ლუისი ნაფტალინიდან
ვან დაიკმა „ლივერპულს’’ სამი ქულა მოუტანა… „ბაიერნმა’’ მოსაგები მოიგო… ტურამმა კვლავ გოლები გაიტანა… ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მეორე დღის შეხვედრები გაიმართა, რომელთაგან ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარი „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ატალანტას’’ დაპირისპირება გახლდათ. პარიზელებმა 4:0 მოიგეს. მეორე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სხვა შეხვედრების ამბავი კი ასე იყო: „ლივერპულმა’’ მადრიდის „ატლეტიკოს’’...
დაბრუნება აწეული გეტრებით
„ბედნიერები ვართ, რომ „ატალანტას’’ მოვუგეთ. კარგად ვიცოდით, რომ მათ ძლიერი გუნდი ჰყავდათ, მაგრამ ვფიქრობ ეს ჩვენი დღე იყო. ბურთს ბევრი წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით. ვცადეთ ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა და გაგვიმართლა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება შესანიშნავია, მაგრამ მთავარი გუნდის გამარჯვებაა. მთელმა გუნდმა ითამაშა დიდებულად. ეს დღე ყველასთვის ჩინებული იყო’’, ― თქვა „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ატალანტას’’ შეხვედრის...
რა ღის ბარსელონაში თამაშის აივნიდან ყურება?
ის, რომ „ბარსელონამ’’ „ვალენსიას’’ იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე 6:0 მოუგო, ადრეც მოგახსენეთ, მაგრამ გვინდა დავაზუსტოთ, რომ ეს ნაგებობა, რომელზეც ქალთა „ბლაუგრანასა’’ და ვაჟთა B გუნდის თამაშებს მასპინძლობს, მხოლოდ 6 ათას მაყურებელს იტევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კატალონიის დედაქალაქში „კამპ ნოუს’’ რეკონსტრუქციას აღარ დაადგა საშველი. საინტერესო რამ დაწერა ესპანურმა გაზეთმა „სპორტმა’’. თურმე „ბარსას’’ გულშემატკივრების ნაწილმა...
ჩემპიონთა ლიგა: ყარაბაღისა და სხვების შესახებ
„იუვენტუსისა’’ და „დორტმუნდის’’ გიჟური მეორე ტაიმი… „ყარაბაღის’’ სენსაცია… მბაპეს „მარსელის’’ კარში კვლავ გოლები გააქვს… ჩემპიონთა ლიგის პირველი დღე ნამდვილად საინტერესო გამოდგა: ტურინში „ბებერი ქალბატონისა’’ და „დორტმუნდის’’ შეხვედრას დასაქოქად დრო დასჭირდა, მაგრამ დალოდებად ღირდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ გუნდებმა ერთმანეთს ოთხ-ოთხი გოლი გაუტანეს. 86-ე წუთზე სტუმრები 4:2-ს იგებდნენ. მსაჯის წამატებულ წუთებში, 90+4 და 90+6-ზე ტურინელებმა ორი...
მიქაუტაძის პირველი მატჩი ჩემპიონთა ლიგაში
„ტოტენჰემ ჰოთსფურმა’’ ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალი’’ რთულ ბრძოლაში დაამარცხა ― 1:0. ეს ისტორიაში ამ გუნდების პირველი შეხვედრა იყო. სულ „ყვითელი წყალქვეშა ნავი’’ ინგლისელებს 15-ჯერ შეხვედრია. ესპანელთა სამწუხაროდ, ამ 15 თამაშიდან მათ ერთიც არ მოუგიათ ― 6 ფრე და 9 მარცხი. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე „ვილიარეალის’’ ბრაზილიელი მეკარის ლუის ჟუნიორის უხეში შეცდომის გამო გავიდა. მან ლუკას...









