ის, რომ „ბარსელონამ’’ „ვალენსიას’’ იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე 6:0 მოუგო, ადრეც მოგახსენეთ, მაგრამ გვინდა დავაზუსტოთ, რომ ეს ნაგებობა, რომელზეც ქალთა „ბლაუგრანასა’’ და ვაჟთა B გუნდის თამაშებს მასპინძლობს, მხოლოდ 6 ათას მაყურებელს იტევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კატალონიის დედაქალაქში „კამპ ნოუს’’ რეკონსტრუქციას აღარ დაადგა საშველი.
საინტერესო რამ დაწერა ესპანურმა გაზეთმა „სპორტმა’’. თურმე „ბარსას’’ გულშემატკივრების ნაწილმა ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობასთან მოლაპარაკება და თამაშის მათი აივნებიდან ნახვა მოახერხა. ერთმა მოსახლემ თქვა, რომ მავანმა გულშემატკივარმა აივანზე შეშვებაში 500 ევრო შესთავაზა.
და რა ხდება „კამპ ნოუზე’’, რომლის რეკონსტრუქცია 1.5 მილიარდი ევრო ჯდება? შეგახსენებთ, რომ ეს ლეგენდარული სარბიელი ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში უნდა გაეხსნათ, მაგრამ დათქმულ თარიღს სადაცაა ერთი წელი გადაცდება და ჯერ კიდევ არავინ იცის იქ როდის გაგორდება ბურთი.
„ბარსელონა’’ ბოლო ორი წლის განმავლობაში ქალაქის ოლიმპიურ სტადიონზე, „მონჟუიკზე’’ მართავდა საშინაო შეხვედრებს.
კლუბს „იოჰან კრუიფზე’’ სათამაშოდ ლა ლიგის სპეციალური ნებართვა დაჭირდა. საქმე ის არის, რომ ესპანური ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონში შეხვედრის გამართვა 15 ათასზე ნაკლები ტევადობის მქონე ნაგებობაში არ შეიძლება.
ახლა კლუბი ელოდება შესაბამის დასკვნას „კამპ ნოუს’’ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სტადიონზე სამუშაოები დასრულებული ისევ არ არის. ჯერჯერობით ოფიციალურად ნათქვამია, რომ სტადიონი მთლიანად მზად მომდევნო სეზონის დასაწყისისთვის იქნება, მანამდე კი მის ზედა იარუსზე მშენებლები ისაქმიანებენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 07:35ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
