ასაკი ასე არავის დასტყობია. „ოქროს ბურთის“ ხუთგზის ლაურეატმა, 41 წლის კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი მიზნები დაისახა, მაგრამ ორგანიზმი აღარ ემორჩილება, რაც პორტუგალიისა და კონგოს შეხვედრაში (1:1) თვალნათლივ გამოჩნდა. ორ მცველს ახსელ ტუანზებესა და შანსელ მბემბას შორის ჩაკარგული თავდამსხმელი სრულიად უკბილო ფეხბურთს თამაშობდა. – გქონდათ თუ არა რონალდუს საწინააღმდეგო კონკრეტული გეგმა? – ჰკითხეს მატჩის შემდეგ...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
ინგლისმა ხორვატიას 4:2 მოუგო. ეს იყო მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და ხარისხიანი შეხვედრა, რომელშიც… „სანმა“ მწვრთნელის თომას ტუხელისა და მეკარე ჯორდან პიკფორდის წაკამათებას მიაქცია ყურადღება. ეს მოხდა, პირველი ტაიმის მე-17 წუთზე, როდესაც ინგლისელები ხორვატებს ჯერ 1:0-ს უგებდნენ. მოედნის კიდესთან მომუშავე „ფოქსის“ კორესპონდენტმა ჯეფ შრივერსმა შეამჩნია, რომ ინგლისელთა გერმანელი თავკაცი გაბრაზდა, როდესაც გოლკიპერმა ბურთი...
დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
იან დიომანდეზე ტაციაობაა. კოტ დ’ივუარელი გარემარბის „ლაიფციგიდან“ გადაბირება „ლივერპულს“ და „პარი სენ ჟერმენს“ სურთ. 19 წლის ვარსკვლავმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ეკვადორის 1:0 დამარცხებაში მიიღო მონაწილეობა. მატჩის დამთავრების შემდეგ მას beIN Sports-მა პრემიერლიგაში გადასვლის პერსპექტივაზე ჰკითხა, რაზეც მან უპასუხა: „მართალია „ლაიფციგის“ მოთამაშე ვარ, მაგრამ რატომაც არა. ამ საკითხებს ჩემი აგენტი მოაგვარებს. პირადად მე დღესდღეობით მსოფლიოს...
დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
„წყლის შესვენებისა“ და ჩვეულებრივზე მეტი წამატებული წუთის გამო მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშები იწელება და ეს ლოგიკურია, მაგრამ გაუგებარია რატომ დაიწყო ბევრი შეხვედრა დანიშნულ დროზე გვიან. BBC დააკვირდა, რომ ჰაიტისა და შოტლანდიის თამაში 2 წუთითა და 42 წამით გვიან დაიწყო, ბრაზილია-მაროკო 4 წუთითა და 27 წამით გვიან, ყატარისა და შვეიცარიის შეხვედრაში მსაჯმა 4 წუთითა და 53 წამით...
თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
ესპანეთის ნაკრები კაპე ვერდესთან 0:0 დამთავრებულ შეხვედრაში აღმაფრენას ეძებდა, ხალხი კი ლამინ იამალის გამოსვლას ითხოვდა. ევროპის ჩემპიონს მომენტები ჰქონდა ― ოცდაშვიდჯერ დაარტყა კარისკენ, აქედან შვიდჯერ კარში, მოსალოდნელი გოლების კოეფიციენტი 2.29-ს უდრიდა, მაგრამ… საბოლოოდ „ლა როხას“ კარგად ორგანიზებულ კონცხელებთან მაინც გაუჭირდა. ესპანელებმა ვერაფერი გააწყეს 40 წლის მეკარე ვოჟინიას წინააღმდეგ, რომელმაც 7 დარტყმა მოიგერია. ლუის დე ლა...
ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატში ოთხშაბათს ებმება, ხორვატიას ხვდება, შაბათს კი ფლორიდიდან კანზას სიტის საწვრთნელ ცენტრში მისვლამდე გაქურდეს. დაჭერილია ორი ადამიანი, მუსტაფა სალიკი და ერფან ქემალი. მათ წარუდგინეს ბრალი D კლასის დანაშაულში, რაც შვიდი წლით პატიმრობას ითვალისწინებს. ეჭვმიტანილებს თავდებში გასასვლელად 75 000 დოლარი აქვთ გადასახდელი. „ჯექსონის ოლქი არ დაუშვებს დანაშაულებრივ ქმედებებს მსოფლიოს ჩემპიონატის სტუმრების წინააღმდეგ. მადლობა...
მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
ფიფამ VAR-ის ავსტრალიელ მსაჯ შონ ევანსისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. ეს გახლავთ არბიტრი, რომელიც გერმანიის და კურასაოს მატჩის დროს იჯდა მონიტორთან. პროტოკოლით ასეა: მსოფლიოს ჩემპიონატზე შეხვედრების დაწყების წინ ჯერ აჩვენებენ მთავარ მსაჯს, შემდეგ მსაჯთა მთელს გუნდს, მერე კადრი VAR-ის ოთახზე გადადის. აქ მსხდომი ადამიანები მონიტორებს უყურებენ, მაგრამ ისინი აგრეთვე პოზიორობენ კამერის წინაშე და ეკრანზე მათი გვარები იწერება....
ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
ლივერპულის საიტი This is Anfield წერს, რომ ბრედლი ბარკოლა „პარი სენ ჟერმენიდან“ წასვლას ითხოვს. მიზეზი: მის მიმართ ინტერესი „არსენალმა“ და „ლივერპულმა“ გამოიჩინეს. პორტალის მტკიცებით ბარკოლა ამ ზაფხულს მერსისაიდელთა ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნეა. თუ მას ვერ შეიძენენ, მაშინ „წითლები“ „ლაიფციგის“ კოტ დ’ივუარელი შემტევის იან დიომანდეს ყიდვას მოინდომებენ. talkSPORT-ის მიმომხილველი ალექს კრუკი ამბობს, რომ ფრანგმა პარიზელებს წასვლის...
ურუგვაიმ აშშ-ში ჩაფრენაზე იწვალა
ურუგვაის ნაკრებს აშშ-ში შესაღწევად წვალება მოუხდა. რეისი, რომლითაც გუნდი მაიამიში უნდა ჩაფრენილიყო მექსიკის ქალაქ კანკუნში დააყოვნეს, მას აშშ-სკენ გაფრენის ნება არ მისცეს. სამხრეთ ამერიკელები თავიანთ პირველ შეხვედრას საუდის არაბეთთან დღეს, თბილისის დროით საღამოს 8 საათზე გამართავენ. ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა განცხადება: „ჩვენს მიღმა არსებული პრობლემების გამო ნაკრების მექსიკიდან აშშ-ში გამგზავრება დაბრკოლდა. გუნდი სასტუმროში ისვენებს....
ინფანტინომ იღლაბუცა
მსოფლიოს ჩემპიონატი ახლახან დაიწყო, ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ კი უკვე მოასწრო ისეთი რამის თქმა, რაც ზოგისთვის მწარე, ზოგისთვის კი სახალისო გამონათქვამთა შორის შეიძლება პირველ ადგილზე გავიდეს. ბრაზილიურ CazéTV- თან ინტერვიუში ინფანტინო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობის 48-მდე გაზრდაზე ლაპარაკობდა. მან თქვა, რომ დისკუსიის პროცესში მუნდიალის 64 გუნდამდე გაზრდის ვარიანტიც კი განიხილებოდა და სწორედ...









