ინგლისის ნაკრების გერმანელმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა თქვა, რომ ეგრეთწოდებული წყლის შესვენებები არ მოსწონს. მან L ჯგუფში განასთან შეხვედრის წინ ილაპარაკა ჟურნალისტებთან. თამაში ბოსტონში უნდა ჩატარდეს, სადაც სინოპტიკოსები წვიმას და სიგრილეს ელიან. ინგლისელთა პირველი შეხვედრა ხორვატიასთან დალასში, სახურავს ქვეშ, ჩართული კონდიციონერების თანხლებით გაიმართა და როდესაც არბიტრმა „წყილის შესვენება“ გამოაცხადა ინგლისელმა ფანებმა სტვენა დაიწყეს. შესვენებები იქნება ბოსტონშიც,...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
მბაპე, წვიმა, მბაპე
საფრანგეთის ნაკრებმა ერაყს 3:0 მოუგო. ორი გოლი კილიან მბაპემ გაიტანა, მესამე – ოსმან დემბელემ. პირველ და მეორე ტაიმებს შორის კი იყო… ორი საათი. მიზეზი: თქეში. შეგახსენებთ, რომ ფრანგებმა პირველ შეხვედრაში სენეგალს 3:1 მოუგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ფლეი-ოფში გავიდნენ. I ჯგუფიდან ორიდან ორი გამარჯვებით ფლეი-ოფში გავიდა ნორვეგიაც, საფრანგეთის ბოლო ტურის მეტოქე. ნორვეგიელებმა სენეგალელებს 3:2...
გუნდების რაოდენობის გაზრდა შეიძლება დაბრკოლდეს
მექსიკაში, აშშ-სა და კანადაში მიმდინარეობს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი რომელშიც 48 გუნდი მონაწილეობს. მართალია მას შედარებით სუსტი გუნდების სიჭარბეს საყვედურობენ, მაგრამ საქმეში გაირკვა, რომ მთლად მარტივადაც არ არის საქმე: ესპანეთმა კაპე ვერდესთან 0:0 ითამაშა, კურასაომ ეკვადორს არ დაუთმო. ამით, თუმცა ალბათ უპირველეს ყოვლისა მაინც გაზრდილი შემოსავლებით ფრთაშესხმული ფიფა მომავალში ფორმატის 64 გუნდამდე გაზრდას აპირებს. კონმებოლის ანუ...
ყველაზე, ყველაზე იამალი
ესპანეთმა საუდის არაბეთს 4:0 მოუგო. ლამინ იამალმა თავიდან ითამაშა. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში, რომლშიც „ლა როხამ“ კაპე ვერდეს ვერ აჯობა (0:0) 18 წლის ვარსკვლავმა მოედანზე მხოლოდ 19 წუთი დაჰყო. მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ თქვა, რომ ეს გეგმის ნაწილი იყო, გეგმა კი ტრავმამ განაპირობა, რომელსაც იამალი აპრილიდან მკურნალობდა. საუდის არაბეთთან შეხვედრას იამალმა დაღი მალევე დაასვა....
ქარხნის მუშის გაბრწყინება
დიდი ხანი არ არის მას მერე, რაც გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი მას საჯაროდ აკრიტიკებდა, მაგრამ ეთნიკურად იეზიდი დენიზ უნდავი მაინც მსოფლიოს ჩემპიონატზეა და ამტკიცებს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს. მან კოტ დ’ივუარის ნაკრების კარში ორი გოლი გაიტანა, ჩამორჩენა შემოატრიალა და „ბუნდესმანშაფტი“ ფლეი-ოფის სტადიაზე გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ გერმანელები ბოლო ორ მუნდიალზე, 2018 და 2022 წლებში...
ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
ესპანური პრესის თანახმად ლამინ იამალი შეიცვალა. „ლა როხასა“ და „ბარსელონას“ ვარსკვლავი დაღვინებულა. ამას ადასტურებენ მისი თანაგუნდელები და მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტეც. ყველას ახსოვს როგორ ღლაბუცობდა იამალი ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე. რასაკვირველია ის წლეულს სხვა ადამიანად არ ქცეულა, მისი მხიარული ბუნება არსად გამქრალა, მაგრამ ესპანეთის ნაკრების მოთამაშეების თქმით, უმცროს თანაგუნდელს ცვლილება ეტყობა. 2026 წლის...
პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
პარაგვაელი მიგელ ალმირონი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მეტოქესთან პირზე ხელაფარებული ლაპარაკის გამო წითელი ბარათი მიიღო. ეს მოხდა სან ფრანცისკოში პარაგვაისა და თურქეთის ნაკრებთა შეხვედრის (1:0) დროს, რომლის შედეგადაც თურქეთი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა, ხოლო პარაგვაიმ ფლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ავსტრალია უნდა დაამარცხოს. 32 წლის ალმირონმა პირველ ტაიმში პირზე ხელი აიფარა და თურქეთის ნაკრების ფეხბურთელს მერთ მულდურს...
ალჟირმა პროტესტი შეიტანა
ალჟირმა მსოფლიოს ჩემპიონატის J ჯგუფის შეხვედრაში არგენტინასთან 0:3 წააგო (სამი გოლი ლეო მესიმ გაიტანა), მაგრამ მიაჩნია, რომ მსაჯებმა დაჩაგრეს და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას შესაბამის კომიტეტში პროტესტი შეიტანა. ამ შეხვედრის არბიტრი გახლდათ პოლონელი სიმონ მარჩინიაკი. ალჟირელების აზრით მსაჯმა უპირველეს ყოვლისა 32-ე წუთზე მიიღო ალჟირელთა საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, როდესაც აისა მანდის წინააღმდეგ უხეშობისთვის ლეო მესი არ დასაჯა....
მესის მამა ჰყოლია ცუდად
ხუთშაბათს ლეო მესის ოჯახმა განაცხადა, რომ ვარსკვლავის მამას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. „ამ ეტაპზე ის სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ არის, მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი. მისი მდგომარეობის კვალობაზე შედეგი დადებითია“, – წერია განცხადებაში. მედია იხსენებს, რომ ალჟირთან შეხვედრაში, როდესაც პირველი გოლი გაიტანა მესის ცრემლი მოადგა. მატჩი დამთავრდა 3:0. სამივე გოლი „ოქროს ბურთის“ რვაგზის მფლობელმა გაიტანა. არგენტინის ნაკრების 38 წლის...
ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
ინებეთ, კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ფეხბურთი ამერიკაში არ უყვართ და ფეხბურთელებს ვერ ცნობენ: ერლინგ ჰოლანდი ნიუ იორკში თავისუფლად დადის. მას ვერავინ ცნობს. ღია ფერის კეპითა და მზის დიდი სათვალით მოკაზმული ნორვეგიელი მანჰატენზე თავისუფლად გადაადგილდებოდა. ფოტოები მან სოციალურ მედიაში თავად გამოაქვეყნა. მათზე ჩანს, თუ როგორ პოზირებს ჰოლანდი ჯერ ტაიმს-სკვერზე, შემდეგ კი ცნობილი „კაცის დელიკატესის“ წინ....









