Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)

Home პაპუნა კედია
ამის შემდეგ რა ელის ინგლისს?
ჩანაწერი

ამის შემდეგ რა ელის ინგლისს?

მუდამ ჩემპიონობის პრეტენზიის მქონე ინგლისის ნაკრებს მეთექვსმეტედფინალში კონგო შეხვდება. საამისოდ ინგლისელებმა L ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ნიუ იორკში პანამას მოუგეს 2:0 და პირველი ადგილი დაიკავეს. გოლები მეორე ტაიმში გაიტანეს ჯუდ ბელინგემმა და ჰარი კეინმა. მეორეზე გავიდა ხორვატია, რომელმაც განას 2:1 აჯობა. პირველ ადგილზე გასვლამ თომას ტუხელის გუნდს რვა საუკეთესო მესამეადგილოსნიდან ერთ-ერთთან შეხვედრის პრივილეგია მოუტანა. თავის მხრივ...

პსჟ მალიორკით დაიწყებს
ჩანაწერი

პსჟ მალიორკით დაიწყებს

„პარი სენ ჟერმენმა“ გამოაცხადა, რომ 5 აგვისტოს ესპანურ „მალიორკასთან“ გამართავს სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრას. „მალიორკა“ გასულ სეზონში ლა ლიგიდან გავარდა და მომდევნო სეზონს ლა ლიგა 2-ში გაატარებს. შეხვედრა პალმა დე მალიორკაში, „სენტ მოისზე“ გაიმართება. 8 აგვისტოს კი შვედეთის ქალაქ გეტებორგში ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებული ადრევე დანიშნულ ამხანაგურ მატჩს გამართავს „მანჩესტერ იუნაიტედთან“. ამ შეხვედრას 12 აგვისტოს...

კაპე ვერდე: გამოუშვით არგენტინა!
ჩანაწერი

კაპე ვერდე: გამოუშვით არგენტინა!

კაპე ვერდემ ისტორია შექმნა. „ლურჯმა ზვიგენებმა“ მსოფლიოს ჩემპიონატის H ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში საუდის არაბეთთან 0:0 ითამაშეს და მეთექვსმეტედფინალში გავიდნენ. ფიფას ონლაინ რეიტინგში 64-ე ადგილზე მყოფმა გუნდმა (საქართველო 73-ე პოზიციაზეა) ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ურუგვაიზე ერთი ქულით მეტი მოიპოვა და 3 ივლისს მაიამიში არგენტინას შეხვდება. რაკი H ჯგუფის გუნდებზე ვლაპარაკობთ დავძინოთ, რომ...

This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
ჩანაწერი

This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა

გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულმა“ ფანფარების თანხლებით შეიძინა, ის ალისონის ტახტის მემკვიდრედ მიაჩნდათ, მაგრამ გავიდა ერთი წელიწადი და ვერდიქტი ჯერ კიდევ გამოსატანია. არის რაღაც განსაკუთრებული ტოპ ფეხბურთელთან ძვირიან, წინასწარ გარიგებაში. ეს უნებლიედ იწვევს დამატებით ხმაურს, მოლოდინს ან, როგორც დღევანდელი ახალგაზრდობა ამბობს, გარიგების გარშემო სპეციფიკურ აურას ქმნის. გაიხსენეთ ნაბი კეიტას შემთხვევა. „ლივერპულს“ ისე უნდოდა მის მოთხოვნებთან იდეალურად მორგებული...

ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
ჩანაწერი

ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!

ნიუ იორკის მერი, უგანდაში დაბადებული, წარმოშობით ინდოელი ზოჰრან მამდანი ამბობს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს საკმარისზე მეტი ფული შემოაქვს და გულშემატკივარს მაღალი ფასები აღარ უნდა დაუწესონ. მუნდიალი, რომელიც მექსიკაში, აშშ-სა და კანადაში მიმდინარეობს ყველაზე ძვირია ― ჯგუფურ ეტაპზე ბილეთების ფასი 350-5000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ბილეთების გარდა ამერიკა გულშემატკივარს სასტუმროებისა და ტრანსპორტის გაზრდილი ფასებითაც დახვდა. საინტერესო ფაქტს გვეუბნება...

ტუხელი ხალხს დაასვენებს
ჩანაწერი

ტუხელი ხალხს დაასვენებს

ინგლისის ნაკრების გერმანელმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა გულშემატკივარს სიმშვიდისკენ მოუწოდა. შაბათს L ჯგუფის ბოლო შეხვედრაში პანამის წინააღმდეგ, რომელიც ნიუ ჯერსიში, „მეტლაიფ სტედიუმზე“ უნდა გაიმართოს, ის შემადგენლობის გადახალისებას აპირებს. ტუხელი: „ზოგი ფეხბურთელი დაიღალა, ამიტომაც როტაციას არ მოვერიდები“. პირველი, ვის დასვენებაზეც ყველაზე მეტს ლაპარაკობენ არის არსენალელი დეკლან რაისი. მას ბარძაყის კუნთი აწუხებს. სამშაბათს განასთან 0:0-ის შემდეგ მან მოედანი...

რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
ჩანაწერი

რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?

სანამ მექსიკაში, აშშ-სა და კანადაში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, ევროპა სატრანსფერო მოლაპარაკებებით არის დაკავებული. იტალიური მედია ირწმუნება, რომ „პარი სენ ჟერმენი“ „იუვენტუსის“ ნახევარმცველის კეფრენ ტურამის შეძენას ცდილობს. პსჟ და „იუვე“ ერთი ხანია რანდალ კოლო მუანის თაობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ახლა კი მათ საუბარში ახალი გვარ-სახელი გაისმა. ოთხშაბათს „გაძეტა დელო სპორტმა“ დაადასტურა, რომ „პარიზელები“ 25 წლის მოთამაშით არიან...

ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
ჩანაწერი

ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა

„სანი“ წერს, რომ დევიდ ბექემმა ყველა ინგლისელი ფანის ემოცია გამოხატა. ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი ბოსტონში განასთან უგოლო და უღიმღამო ფრეს დაესწრო, ფოტოგრაფებმა კი მას სურათები გადაუღეს. ამ სურათებზე აღბეჭდილია ყველა ის ემოცია, რომელმაც შეხვედრის მსვლელობისას მილიონობით ინგლისელი გულშემატკივარი მოიცვა. „სანი“ წერს, რომ თავიდან ბექემი ფართედ იღიმოდა და ხალხს ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა. პირველ ტურში ხორვატიასთან მოგებული...

დეშამს დედა გარდაეცვალა
ჩანაწერი

დეშამს დედა გარდაეცვალა

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი შინ გაფრინდა. მას დედა გარდაეცვალა. „ლურჯების“ თავკაცი ნორვეგიასთან შეხვედრას ვერ დაესწრება. დეშამმა დედის გარდაცვალების ამბავი სამშაბათს დილით გაიგო. იმავე დღეს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა სამძიმრის წერილი და გულშემატკივარს შეატყობინა, რომ დეშამის საქმეს რამდენიმე დღის განმავლობაში მისი ასისტენტი გი სტეფანი შეასრულებს. შეგახსენებთ, რომ „ლურჯებმა“ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორივე თამაში მოიგეს ― სენეგალს...

სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
ჩანაწერი

სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა

აშშ-ში, ბენტლის უნივერსიტეტში, საფრანგეთის ნაკრების ბაზაზე უილიამ სალიბას პრეს-კონფერენცია გაიმართა. სალიბა დაიო უპამეკანოსთან ერთად გახლავთ „ლურჯების“ დაცვის ცენტრალური ფიგურა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული სეზონის შემდეგ გაემგზავრა. მან, როგორც „არსენალის“ ფეხბურთელმა პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, თუმცა იქ „პარი სენ ჟერმენთან“ პენალტებით წააგო. პრესკ-კონფერენციაზე სალიბას სწორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაახსენეს. „ფინალის შემდეგ...