Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)

Home პაპუნა კედია
სენეგალის წაგება შიდა არეულობის ბრალი იყო
ჩანაწერი

სენეგალის წაგება შიდა არეულობის ბრალი იყო

ბელგიელებს ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ: ისინი მსოფლიოს ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალში სენეგალთან 0:2-ს აგებდნენ და 3:2 მოიგეს. რომელუ ლუკაკუმ და იური ტილემანსმა ძირითადი დროის დამთავრებამდე 4 და 1 წუთით ადრე გაათანაბრეს ანგარიში, დამატებითი დროის ბოლო წუთზე კი სენეგალის კარში პენალტი დაინიშნა და ტილემანსმა გამარჯვების გოლიც შეაგდო. (ანგარიში 24-ე წუთზე გახსნა ჰაბიბ დიარამ, ხოლო 51-ე წუთზე ისმაილა სარამ...

ინგლისს წყლის შესვენებამ მოაგებინა?
ჩანაწერი

ინგლისს წყლის შესვენებამ მოაგებინა?

როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ინგლისსა და კონგოს შორის პირველი „წყლის შესვენება“ გამოცხადდა, ხალხმა სტვენა დაიწყო. უკმაყოფილების მიზეზი ნაწილობრივ გულშემატკივრის მიერ მოძულებული „წყლის შესვენება“ გახლდათ, ნაწილობრივ კი ინგლისის ნაკრების უკბილო თამაში. მეორე მხრივ BBC-ს გაუჩნდა ლოგიკური კითხვა: საფეხბურთო ტაიმების მეოთხედებად დაყოფამ ინგლისელებს ხომ არ უშველა? თომას ტუხელის გუნდი საშინლად თამაშობდა და მე-7 წუთზე გოლი გაუშვა....

მბაპე ბომბარდირთა შორის ლიდერობს
ჩანაწერი

მბაპე ბომბარდირთა შორის ლიდერობს

მსოფლიოს ჩემპიონობას არაფერი სჯობს, თუმცა არსებობს ინდივიდუალური ტიტულები, რომელთაგან ძალიან პრესტიჟულად საუკეთესო ბომბარდირობა ითვლება. მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი ხმაურიანი რეკორდი ლეო მესიმ დაამყარა, როდესაც ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მიროსლავ კლოზე ჩამოიტოვა – გერმანელს 16 გოლი ჰქონდა გატანილი – მაგრამ უშუალოდ ამ მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირობისთვის ბრძოლაში ლეგენდარულ არგენტინელს კილიან მბაპემ გადაასწრო. მას მერე, რაც მეთექვსმეტედფინალში შვედებს...

იბრაჰიმოვიჩი: საფრანგეთის შემაშინებელია
ჩანაწერი

იბრაჰიმოვიჩი: საფრანგეთის შემაშინებელია

შეტევითა და ფანტაზიით სავსე საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალში შვედეთს 3:0 მოუგო (მბაპე 45,74; ბარკოლა 53) და შემდეგ ეტაპზე პარაგვაის უნდა შეხვდეს. „ალბიროხამ“ წინა დღეს გერმანიას მოუგო პენალტებით (ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დამთავრდა). beIN Sport-მა მომავალი მეტოქის შესახებ ფრანგების თავკაცს დიდიე დეშამს ჰკითხა. „მათი თამაში ვნახე და მინდა გითხრათ, რომ პარაგვაი მერვედფინალში შემთხვევით არ...

ორი გრანდი პენალტებით გავარდა
ჩანაწერი

ორი გრანდი პენალტებით გავარდა

ნიდერლანდებისა და მაროკოს შეხვედრა პენალტებით მაროკომ მოიგო. აშრაფ ჰაკიმი და მისი თანაგუნდელები მეთექვსმეტედფინალში კანადას შეხვდებიან. რამდენად სანახაობრივი იყო შეხვედრა, რომლის ძირითადი დროც 1:1 დამთავრდა? გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მსოფლიოს სპორტულ მედიაში გამოითქვა აზრი, რომ გულშემატკივარი უკეთეს სანახაობას ელოდა, უპირველეს ყოვლისა ალბათ ჰოლანდიელებისგან. მათმა მეკარემ ბარტ ვერბრუგენმა, რომელიც „ბრაიტონის“ კარს იცავს, რამდენიმე ეპიზოდში თავი გამოიჩინა, მაგრამ...

კაცი ძეგლი კონგოდან
ჩანაწერი

კაცი ძეგლი კონგოდან

კონგოს ნაკრების სუპერფანი მიშელ კუკა მბოლადინგა უფრო „ლუმუმბა ვეად“ არის ცნობილი. მას „ცოცხალ ძეგლსაც“ უწოდებენ. ის 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე ან სულაც ყველაზე ცნობილი გულშემატკივარია. მიშელ კუკა მბოლადინგამ როგორც სამშობლოში ასევე მსოფლიოში სახელი იმით გაითქვა, რომ კონგოს ნაკრების თამაშებზე პირველიდან ბოლო წუთამდე ძეგლს განასახიერებს და თან თვალშისაცემად არის ჩაცმული. კონგოში ებოლას ვირუსია გავრცელებული,...

ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
ჩანაწერი

ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს

 მსოფლიოს ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალში საფრანგეთი შვედეთს, ხოლო გერმანია პარაგვაის ხვდება. თუ ორივენი წარმატებით დაძლევენ ბარიერებს, მათი გზები მერვედფინალში გადაიკვეთება. ინგლისის ნაკრების ვეტერანის, BBC-ს მიმომხილველის გარი ლინეკერის აზრით გერმანელებს ფრანგებთან შანსი არ აქვთ. ფრანგულ „ეკიპთან“ ინტერვიუში მან თქვა: „შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლანდელი გერმანია ერთ-ერთი ყველაზე სუსტია იმ გერმანიებიდან, რომლებიც ცხოვრებაში მინახავს. საფრანგეთი მეოთხედფინალში უპრობლემოდ გავა....

ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
ჩანაწერი

ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?

BBC-ს 44 წლის წინანდელი ამბავი გაახსენდა. 1982 წლის მუნდიალზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ავსტრიის შეხვედრას უწოდეს „სირცხვილი ხიხონში“. გფრ-მ 1:0 მოიგო. ეს შედეგი ორივეს აწყობდა. ალჟირი ჯგუფში ჩარჩა. თამაშმა ყურადღება იმიტომ მიიპყრო, რომ ორივე გუნდი ბურთს უაზროდ აგორებდა, დროს კლავდა. რამდენიმე დღის წინ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ისევ გადაეყარნენ...

გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
ჩანაწერი

გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი

შაბათს ესპანეთის ნაკრებმა იერემი პენიასა და ნიკო უილიამსის ტრავმები დაადასტურა. მოგვიანებით ორივე ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. განსაკუთრებით ემოციური გამოდგა „ბილბაოს“ ფორვარდის უილიამსის წერილი რომელშიც ის ამბობს, რომ ეს იყო მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე. მას პუბალგია ანუ თიაქარი ახალი მორჩენილი ჰქონდა, ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელმა ნიკო დე ლა კრუზმა კი ერთ-ერთი მორიგი უხეშობის დროს...

დეშამმა ასისტენტს წერილი მისწერა
ჩანაწერი

დეშამმა ასისტენტს წერილი მისწერა

დიდიე დეშამმა კარგად იცის, რომ ერთგული ასისტენტის გი სტეფანის წინაშე ვალშია. Bein Sports-მა გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომელიც საფრანგეთის ნაკრების თავკაცის მარჯვენა ხელს ეძღვნება და იქ არის ნაჩვენები, როგორ მისწერა დეშამმა სტეფანს ვრცელი წერილი. ეს „ლურჯების“ აშშ-ში გამგზავრებამდე მოხდა. შემდეგ, უკვე მუნდიალის დღეებში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ყველამ კარგად იცის: დეშამს დედის გარდაცვალების გამო საფრანგეთში მოუწია დაბრუნებამ...