Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)

Home პაპუნა კედია
VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
ჩანაწერი

VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა

B ჯგუფში შვეიცარიისა და ყატარის შეხვედრაში (1:1) იყო ეპიზოდი, რომლის გამოც ფიფას ოფიციალური გაცხადების გამოქვეყნება მოუხდა. ლაპარაკია VAR-ის შეცდომაზე. ყატარმა 90+4 წუთზე გაათანაბრა ანგარიში. საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს შვეიცარიელმა მირო მუჰაიმიმ თავურით თავისი გუნდის კარში მიუჩინა ადგილი, მაგრამ საკამათო სხვა ეპიზოდი იყო. მე-17 წუთზე ბრეელ ემბოლომ ანგარიში პენალტით გახსნა და სალაპარაკო სწორედ ამ თერთმეტმეტრიანის დანიშვნა გახდა....

იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
ჩანაწერი

იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?

მსოფლიოს ჩემპიონატზე კანადისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთა შეხვედრა 1:1 დამთავრდა. ანგარიში 21-ე წუთზე იოვო ლუკიჩმა გახსნა, 78-ზე კი კაილ ლარინმა გაქვითა. ამრიგად, თანამასპინძელი კანადა წაგებას გადარჩა, მაგრამ ვინ იცის როგორ დამთავრდებოდა შეხვედრა ბოსნიელები მეორე ტაიმში მოედანზე ათი კაცით რომ დარჩენილიყვნენ. მომენტი, რომელზეც BBC ამახვილებს ყურადღებას მეორე ტაიმის მეოთხე წუთზე იყო, როდესაც კანადელები ჯერ კიდევ 0:1-ს აგებდნენ....

ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
ჩანაწერი

ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა

ხვალ, ისტორიაში პირველად შერეული საბრძოლო ხელოვნების პრესტიჟული ამერიკულ ორგანიზაცია UFC თეთრი სახლის ბაღებში ღონისძიებას გამართავს. ის ეძღვნება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაბადების დღეს. ტრამპი სპორტის ამ სახეობის დიდი მოყვარული და UFC-ს პრეზიდენტის დანა უაითის მეგობარია. თეთრი სახლის გვერდით, ოქტაგონის გარშემო იჯდება 5000 მაყურებელი. მეზობელ ბაღში კი გიგანტურ ეკრანზე ბრძოლას თვალს 85 000 ადამიანი მიადევნებს. ამის...

მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
ჩანაწერი

მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ თამაშში, რომელშიც მექსიკამ სამხრეთ აფრიკას 2:0 მოუგო, მსაჯმა უილტონ სამპაიომ სამი ფეხბურთელი გააძევა. მან ჯერ ორ სამხრეთ აფრიკელს იაია სითოლესა და თემბა ზვანეს დაატოვებინა მოედანი, 90+2 წუთზე კი მექსიკელ სეზარ მონტესსაც მიუთითა გასახდელისკენ. BBC წერს, რომ წინა ორი მუნდიალის დროს რუსეთსა და ყატარში არბიტრებმა მხოლოდ ოთხჯერ მიმართეს უკიდურეს ზომას, აი, 20 წლის...

დროშებს და ჰიმნებს მიღმა
ჩანაწერი

დროშებს და ჰიმნებს მიღმა

ფრანგულ footmercato-ს მიაჩნია, რომ ბოლო დღეებში მსოფლიოს ჩემპიონატი უფრო დიპლომატიური კრიზისის და დაძაბულობის კერა იყო, ვიდრე კარს მომდგარი ფესტივალი. ბევრმა დელეგაციამ აშშ-ში შესვლის პროცედურა გააპროტესტა. ზოგს მათთვის გამოყოფილი ბაზები არ მოეწონა. სომალელი მსაჯი ომარ არტანი საზღვრიდან უკან გააბრუნეს. ერაყელი თავდამსხმელი აიმენ ჰუსეინი ჩიკაგოში რამდენიმე საათით დააკავეს, მისი გუნდის ფოტოგრაფი კი ქვეყანაში უბრალოდ არ შეუშვეს. სენეგალის,...

მოუ მენდეშთან შეკრულია?
ჩანაწერი

მოუ მენდეშთან შეკრულია?

ჟოზე მოურინიუ „რეალის“ ახალი მწვრთნელია. პორტუგალიელი ესპანეთის დედაქალაქში გუშინ ჩავიდა და კლუბის წარმომდგენლებთან სატრანსფერო გეგმებზე ლაპარაკიც მოასწრო. მადრიდელებს მთელი რიგი პოზიციების გაძლიერება სჭირდებათ. ცნობილი გახდა, რომ „განსაკუთრებულმა“ კლუბს მოსთხოვა რუბენ დიაშის, მატეუს ფერნანდეშის, მატეუს ნუნიეშის და ბერნარდო სილვას გადაბირება. გარდა იმისა, რომ ოთხივე ჩამოთვლილი პორტუგალიელია, მათ საერთო აგენტი ჰყავთ – ჟორჟე მენდეში. მავანს შეიძლება გაუჩნდეს...

იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
ჩანაწერი

იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო

„ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავმა ლამინ იამალმა იუთუბზე დადო ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ 2025 წელს „ოქროს ბურთის“ მოგებაში ეჭვი არ ეპარებოდა და იმ ფაქტმა, რომ ჯილდო სხვას ერგო ის როგორც პიროვნება გააძლიერა. მოგეხსენებათ, „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვით გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელი „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ოსმან დემბელე გახდა. „გულწრფელად გეტყვით, იმ დღეს „ოქროს ბურთის“ მოგებაზე...

აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
ჩანაწერი

აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს

სომალელი მსაჯი ომარ აბდულკადირ არტანი აშშ-ში არ შეუშვეს. ის მსოფლიოს ჩემპიონატს ვერ მოემსახურება. AFP-ს მიერ გავრცელებული ცნობა ფიფამაც დაადასტურა. „ფიფა მასპინძელი სახელმწიფოს საემიგრაციო პროცედურებში, მათ შორის ვიზების გაცემაში ვერ ჩაერევა. აშშ-ის ხელსუფლებამ შეგვატყობინა, რომ ბატონი არტანის სტატუსი ამ ეტაპზე ვერ შეიცვლება. წინა შეჯიბრებების მსგავსად ქვეყნის ტერიტორიაზე შეშვება და ვიზების გაცემა ადგილობრივი მთავრობის პრეროგატივაა“, – დაწერა...

ალეგრი მილანში გაიჭედა
ჩანაწერი

ალეგრი მილანში გაიჭედა

„სქაი სპორტის“ მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად მასიმილიანო ალეგრისა და „მილანს“ შორის ტექნიკური ხასიათის გაუგებრობაა. ლივორნოელი მწვრთნელი, რომელმაც „ნაპოლისთან“ ორწლიანი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა, ახალ კლუბთან ხელშეკრულებას ოფიციალურად ჯერ ვერ აფორმებს. პრობლემა უცნაურია: ამ ეტაპზე „მილანის“ ხელმძღვანელთა შორის არ არის პირი, რომელსაც ალეგრის კლუბიდან გაშვების საკითხი ეხება. მილანურ კლუბს გარდამავალი პერიოდი აქვს. მისი მეპატრონე, ამერიკელი ბიზნესმენი...

მთავარი მეკარე უნაი სიმონი იქნება
ჩანაწერი

მთავარი მეკარე უნაი სიმონი იქნება

ესპანეთის ნაკრები რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია ლაპარაკი არ უნდა. ერთადერთი, რაზეც ბოლოხანს გულშემატკივრები დავობდნენ მეკარის პოზიცია იყო. ვინ უნდა იდგეს მუნდიალზე „ლა როხას“ კარში? – აი, ეს კითხვა აწუხებდათ იბერიის ნახევარკუნძულზე, მაგრამ, როგორც გაირკვა, მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს ყველაფერი იმთავითვე მოფიქრებული ჰქონია. მეტიც, ესპანელთა თავკაცს თურმე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გადაუწყვეტია, თუ...