საბა ხარებაშვილის ტრანსფერი თურქეთის სუპერლიგის კლუბ „ბაშაქშეჰირში“ თბილისის „დინამომ“ ოფიცილიურად დაადასტურა.
კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეული და ხარებაშვილი თურქულ კლუბში სექტემბრიდან გადავა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2030 წლის ივლისამდე გაფორმდა.
17 წლის მარცხენა მცველი „ბაშაქშეჰირმა“ უკვე წარადგინა.
საბა ხარებაშვილს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, 2024 წელს კი ეროვნულ გუნდში ჰქონდა დებიუტი. ის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა (16 წლის და 9 თვისა და 2 დღის) ფეხბურთელი გახდა.

