Georgian women's team ends World Chess Olympiad with bronzeუნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-3 ტურში საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებმა პირველი ქულები დაკარგეს.

მოულოდნელი იყო ჩვენი ქალთა ნაკრების ფრე რუმინეთთან. მეტოქე ტურნირზე 22-ე ნომრად არის განთელისილი, მაგრამ ორ დაფაზე კარგად ითამაშეს და პარტია 2:2 დასრულდა. ნანა ძაგნიძემ ირინა ბულმაგას მოუგო, ხოლო ნინო ბაციაშვილმა – კარმენ იაგოდინსკი ვოიკუს; საკუთარი პარტიები წააგეს ლელა ჯავახიშვილმა, ვისაც მიჰაელა სანდუმ აჯობა, ხოლო ბელა ხოტენაშვილმა მიჰაელა კოლიკუსთან დათმო.

ქალათა შორის 18 გუნდს აქვს სამივე მოგება. საქართველო 5 ქულით მე-19 ადგილზეა. ჩვენი გოგონების მომდევნო მეტოქე საბერძნეთის ნაკრებია.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ასევე 2:2 ითამაშა ირანთან: მიხეილ მჭედლიშვილმა პარმან მაგსოოდლოოსთან წააგო, საპასუხოდ ლევან ფანცულაიამ სინა მოვაჰედი დაამარცხა; ლუკა პაიჭაძემ ამინ ტაბატაბეიეისთან ყაიმს გამორჩა და ორივე გუნდი ბარდიია დანეშვარსა და ბაადურ ჯობავას პარტიას დაელოდა. ორივე მოჭადრაკე ცდილობდა საკუთარი გუნდისთვის გამარჯვება მოეტანა, მაგრამ ყაიმს ვერ ასცდნენ.

16 გუნდი უდანაკარგოა და 6 ქულით ლიდერობენ, საქართველო კი 5 ქულით მათ შემდეგ არის და მეოთხე ტურში ასევე ხუთქულიან ინგლისს ეთამაშება.