Chess Olympiad in Budapest: Format, schedule, regulations | ChessBaseუნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-2 ტურში საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებმა სატურნირო ცხრილში 2-2 ქულა ჩაიწერეს.

ჩვენი ქალთა ნაკრები მონტენეგროს ეთამაშებოდა და 3:1 დაამარცხა. ნანა ძაგნიძემ ალექსანდრა ჟერებცოვას მოუგო, ნინო ბაციაშვილმა ალიონა სკვორცოვას აჯობა, ხოლო ბელა ხოტენაშვილმა – ალექსანდრა მილოვიჩს; სალომე მელიამ კი ნიკოლინა კოლიევიჩთან წააგო.

ორი ტურის შემდეგ ორივე გამარჯვება 41-მა გუნდმა მოიპოვა, მათ შორის საქართველოს ნაკრებმაც, რომელიც შვიდი საერთო გუნდური ქულით მე-20 ადგილზეა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა კი კოსტა რიკას 4:0 მოუგო. მიხეილ მჭედლიშვილი სერხიო დურან ვეგა დაამარცხა; ნიკოლოზ კაჭარავამ – ლეონარდო ვალდეს რომერო; ლუკა პაიჭაძემ – ემანუელ ხიმენეს გარსია; ბაადურ ჯობავამ – ალეხანდრო სოლანო .

ვაჟთა შორის 2-2 გამარჯვება 39 გუნდს აქვს, საქართველოს ნაკრები დამატებითი მაჩვენებლით მესამე ადგილზეა.

13 სექტემბერს მე-3 ტურში საქართველოს ვაჟთა ნაკრები ირანს დაუპირისპირდება, ჩვენი ქალები კი ურთიერთობას რუმინელებთან გაარკვევენ.