საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩის მეორე ნახევარი ძალიან ცუდად ჩაატარა და გერმანიასთან 73:100 დამარცხდა.

ჩვენს გუნდს პირველი ტაიმი უკეთესი ჰქონდა და მხოლოდ 2 ქულით დათმო, მაგრამ შესვენების შემდეგ რაც მოხდა, ის უკვე კალათბურთი არ იყო. თამაში ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არც დაძაბულა.

ჩვენს ნაკრებს 19 ქულა სანდრო მამუკელაშვილმა მოუტანა; გოგა ბითაძემ 15 ქულა დააგროვა; თორნიკე შენგელიამ – 12. სხვა ქართველი კალათბურთელი 10-ქულიან ზღვრს ვერ ასცდა. ძალიან ცუდი თამაში ჰქონდა თად მაკფადენს, ვინაც 8-დან მხოლოდ ერთი სამქულიანი ჩააგდო.

საინტერესოა, რომ საქართველომ ამ მონდიალზე მეორე ტაიმი წააგო ყველასთან – კაბო ვერდესთან და ვენესუელასთან მოგებულ მატჩებშიც კი… ილიას ზუროსის გუნდი ფლეი ოფში გასვლის მხოლოდ თეორიულ შანსს ინარჩუნებს, მაგრამ ეგ რომ დავალაგოთ, უფრო ფანტასტიკა გამოვა…