კვარაში დე ლაურენტისს ეჭვი ეპარებოა, სპალეტის – არა!

Home აქეთურ-იქითური კვარაში დე ლაურენტისს ეჭვი ეპარებოა, სპალეტის – არა!
კვარაში დე ლაურენტისს ეჭვი ეპარებოა, სპალეტის – არა!

Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli and Head coach Luciano Spalletti of SSC Napoli after the substitution during the Serie A match between SSC...სერია A-ს მიმდინარე სეზონის ყველაზე დიდი აღმოჩენა გახლავთ ხვიჩა კვარაცხელია, ფეხბურთელი რომელსაც საფეხბურთო ევროპაში არავინ იცნობდა, რადგან საქართველოსა და რუსეთში თამაშობდა. როგორც ირკვევა, შეძენის წინ „ნაპოლის” პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს მის შესაძლებლობების სწამდა, მაგრამ ჰქონდა ეჭვი, რომ ქართველს იტალიის ლიგასთან სწრაფად შეგუება გაუჭირდებოდა.

„წინა საღამოს მე და პრეზიდენტმა ბევრი ვილაპარაკეთ. დე ლაურენტისი ფრთხილობდა. მან მითხრა, რომ რუსეთის და იტალიის ჩემპიონატებს შორის განსხვავებაა, — გაიხსენა „ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ერთი წლის წინანდელი და დასძინა, რომ პირადად მას კვარას იმედი თავიდანვე ჰქონდა. ამის მიზეზი ორი რამ იყო: — ჯერ ერთი თანამედროვე ფეხბურთში საზღვრები უწინდელზე თხელია. დღეს ახალ პროგრამაში ჩართვა უფრო ადვილია, შეფასებაც სხვა კრიტერიუმებით ხდება და მეორე, მე რუსეთში ხუთი წელიწადი ვმუშაობდი, რის გამოც მქონდა საშუალება რამდენიმე მეგობრისთვის დამერეკა და რამდენიმე კითხვა დამესვა”.

ეს სიტყვები სპალეტიმ ენცო ბეარზოტის სახელობის ჯილდოს მიღებისას თქვა. „ნაპოლის” თავკაცი, რომელიც სკუდეტოს მოგებასთან ახლოს არის, ბეარზოტის ჯილდოთი ანუ წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებით დააჯილდოვეს. ბეარზოტის ჯილდო 2011 წელს შემოიღეს. მას გადასცემენ იტალიელ საფეხბურთო მოღვაწეს, რომელიც სულაც არ არის აუცილებელი, იტალიური გუნდის ან ნაკრების სათავეში იდგეს. ასე მაგალითად, 2014 წელს ბეარზოტის პრიზი მიიღო „რეალის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ, 2016-ში „ლესტერ სიტის” მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ, ხოლო 2022-ში „შახტარში” მომუშავე რობერტო დე ძებრიმ.