ვინმე იტყვის ჯერ ადრეაო, მაგრამ ნეაპოლში უკვე სკუდეტოს აღსანიშნავად ემზადებიან. ეს იქნება „აძურის” მესამე ტიტული — ბოლო წარმატებიდან 33 წლის შემდეგ. უკვე ბევრი იწერება იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს ქალაქში აპრილსა და მაისში. ერთი ფაქტია, მთელი ნეაპოლი პარალიზებული იქნება. „ბედ ენდ ბრეკფესტის” ტიპის იაფფასიან სასტუმროებს არემონტებენ. აპრილის ბოლოს ყველა, ვისაც ოთახის გაქირავება სურს, სრულ მზადყოფნაში იქნება. ახლა მთავარია ტურისტული ბიზნესით დაკავებულმა ხალხმა გამოიცნოს, თუ რომელ ტურში გაიფორმებენ „პარტენოპეელები” ჩემპიონის ტიტულს.
საქმეში ჩართულია არა მხოლოდ ქალაქის ისტორიული ცენტრი და ესპანური კვარტალი, არამედ არენელა, ვომერო და ფუორიგროტაც — სხვა სიტყვებით სრული ქაოსია.
ამბობენ, რომ განსაკუთრებული დაწოლა 7 მაისზე მოდის, როდესაც „ნაპოლი” ფიორენტინას მასპინძლობს. ამ თარიღისთვის ობიექტების 85% უკვე დაჯავშნულია, რაც შარშანდელთან შედარებით 15%-ით მეტია.
![]()
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი02/08/2026 | 09:19ალეგრი: რა მშვენიერი სიტყვაა ჩემპიონთა ლიგა
სიახლეები02/08/2026 | 08:37საფრანგეთში ზიდანომანიაა
სიახლეები01/08/2026 | 08:31საზონოვი ხეტაფეში ვარჯიშობს
მთავარი ამბავი01/08/2026 | 07:39ინფანტინომ უკან დაიხია!
