თუმცა, უფრო მეორე ტაიმში, როდესაც გიორგი ჩაკვეტაძემ 1 წუთში ორი გოლი შეაგდო და საქართველოს ნაკრები 3:1 დააწინაურა. მანამდე კი ანგარიში 1:1 იყო, შესვენებამდე.
ჩვენებს გასატანი ბევრი ჰქონდათ, რომელიც გაიტანეს, ალალად ვთქვათ – არ ეკუთვნოდათ – ჩაკვეტაძის დარტყმის დროს, დავით ვოლკოვი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მერე მონღოლებმაც გაიტანეს… მეკარე და კაპიტანი გიორგი ლორია უხეშად შეცდა, თანაც დაცვა მოედანზე თითქოს არ იყოო…
ჩვენებს ტაიმის მოგება შეეძლოთ – სტუმართა მეკარემ ჩაკვეტაძეს პენალტი აუღო. აქაც ალალად ვთქვათ, ეგ პენალტი პენალტი არ იყო, მსაჯმა „იყოჩაღა“.
შემდეგ ჩაკვეტაძემ რაც გააკეთა, უკვე ვთქვით. ზედიზედ ორ გოლს თან დაერთო, რომ სანიოლმა ექსპერიმენტულ შემადგენლობაში, ნელ-ნელა სწორი ცვლილებები გააკეთა და თამაში ტაქტიკურად შეცვალა. სანიოლმა მონღოლეთს მოუგო… თამაშისა რა გითხრათ, თამაშის, თორემ, ცხადია, 6:1 საუცხოო ანგარიშია…
საქართველო ლორია (გუგეშაშვილი 46); საზონოვი, კობახიძე, დვალი; გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი (სიგუა 64), გაგნიძე (დავითაშვილი 64), აბურჯანია (კვეკვესკირი 46), ლობჟანიძე; ჩაკვეტაძე (ზივზივაძე 64), ვოლკოვი (ბერიძე 71)
გოლები 1:0 ვოლკოვი (15), 1:1 ბატბოლდი (30), 2:1 ჩაკვეტაძე (57), 3:1 ჩაკვეტაძე (58), 4:1 ლობჟანიძე (70), 5:1 ბერიძე (88), 6:1 ზივზივაძე (90)
ჩაკვეტაძემ ვერ გამოიყენა პენალტი (40)
ავტორის პროფილი
- კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:52პსჟ როდრის, როდრი – რეალს…
მთავარი ამბავი05/07/2026 | 22:39გამოუშვით ესპანეთი
მთავარი ამბავი22/06/2026 | 23:40დიდებული!
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!

ვილი სინიოლის სიტყვები გახსოვთ? ფედერაციის ხელმძღვანელობას სუსტი მეტოქე რომ სთხოვა ნორვეგიის მატჩის წინ. შეუსრულა ფედერაციამ. საქართველოს ნაკრებმა კი მონღოლებთან გაილაღა.