სან-სებასტიანური კლუბის ხელმძღვანელობა ღიად აფიქსირებს, რომ მომავალი სეზონისთვის “რეალიდან” ტაკეფუსო კუბოს იჯარით აყვანა სურს. 19 წლის იაპონელი ნახევარმცველი უდავოდ ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ჯერჯერობით “სამეფო კლუბში” კონკურენციას ვერ უძლებს.
ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის გარეშე რომ არ დაეტოვებინა, “რეალის” ხელმძღვანელობამ გასულ ზაფხულს იჯარით “მალიორკაში” გაუშვა. იაპონელმა კუნძულელთა მაისურით 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა შეასრულა და ჯამში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. “რეალი” და პირადად ზინედინ ზიდანი სულაც არ არიან წინააღმდეგნი, კუბო “სოსიედადში” გაანათხოვრონ, თუმცა კოლეგიალობიდან გამომდინარე, “მალიორკას” პოზიციას ელოდებიან, რომელსაც იაპონელის იჯარის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, უპირატესობა ექნება.