ქართულმა გუნდებმა კონფერენციის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაოზე წარმატებით ითამაშეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. 10 ფეხბურთელით დაჩენილმა ქუთაისის „ტორპედომ“ შიმკენტში „ორდაბასთან“ ფრედ 1:1 ითამაშა, ორი მატჩის ჯამში 5:4 მოიგო და მომდევნ ეტაპზე, 24 ივლისს სტუმრად კვიპროსში „ომონიას“ დაუპირისპირდება. „ტორპედომ“ ანგარიში პირველ ტაიმში ირაკლი ბიძინაშვილის მიერ გატანილი ბურთით გახსხა, შიმკენტელბმა არბიტრის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე მოახერხეს ანგარიშის...
წელი: 2025
ძაგნიძის იმედად…
ბათუმში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიო თასზე მერვედფინალური ეტაპი გაიმართა. დარჩენილი ორი ქართველიდან შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ნანა ძაგნიძე გავიდა, ლელა ჯავახიშვილი კი ტურნირს გამოეთიშა. ძაგნიძემ უკრაინელ მარია მუზიჩუკთან პირველი პარტია შავებით ყაიმით დაასრულა, ხოლო თეთრი ფიგურებით დაამარცხა და მეოთხედფინალში ინდოელ ჰარიკა დრონოვალს შეხვდება. ჯავახიშვილმა კი ჩინელ სონ იუქსინთან პირველი პარტია შავებით წააგო, მეორეში კი საქმე ვერ...
მეცში გიორგობა გრძელდება…
ევროპის ტოპ 5 ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს – საფრანგეთის ლიგა 1-ის „მეცში“ გიორგი წიტაიშვილის შემდეგ გიორგი აბუაშვილიც ჩაირიცხა. „გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენს გუნდს კიდევე ერთი ქართველი ფეხბურთელი შემოემატა – 22 წლის გიორგი აბუაშვილი ფოთის „კოლხეთიდან“ „მეცში“ იჯარით ითამაშებს. აბუაშვილი ქართული ფეხბურთის ფლაგმანის, თბილისის „დინამოს“ აღზრდილია, მას დებიუტი პროფესიულ ფეხბურთში 16 წლისას...
მიქაუტაძე (ფაქტობრივად) არ იყიდება!
ესეც ახალი ამბავი: ამ ზაფხულს „ლიონი’’ ყველას შეელევა გიორგი მიქაუტაძის გარდა! მიუხედავად იმისა, რომ რონისპირელები ლიგა 2-ში გაგდებას გადარჩნენ, ფინანსური კრიზისი ფინანსურ კრიზისად რჩება და მისგან თავის დაღწევის საშუალება კვლავ ფეხბურთელების გაყიდვაა. როგორც ფრანგული მედია წერს, ლიონელები ყიდიან ყველას, კორენტენ ტოლისოს, მალიკ ფოფანას თუ ლუკა პერის, თუმცა არის ერთი ფეხბურთელი, რომლის გასხვისებისგანაც მაქსიმალურად შეიკავებენ თავს...
სეზონის საუკეთესონი პარიზულ გუნდში
ისევე როგორც ყოველ ზაფხულს ზარი დაირეკა და არდადეგებზე წასვლის წინ მოსწავლეებს ნიშნები დაუწერეს, ოღონდ ამჯერად ეს შედარებით გვიან მოხდაო, წერს „პარიზიენი’’ და შეგვახსენებს, რომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე „ჩელსისთან’’ თამაში, რომელიც პსჟ-მ 0:3 წააგო, გუნდისთვის 2024-25 წლების სეზონში 65-ე იყო. „პარი სენ ჟერმენმა’’ ოთხი ტიტული მოიგო. მათ შორის იყო ჩემპიონთა ლიგა, რომელზეც კლუბი და მისი ქომაგები...
მამარდაშვილი ლივერპულში სუპერმოგერიებებს, სიმშვიდეს და ლიდერის თვისებებს მიიტანს
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიადან’’ „ლივერპულში’’ გადავიდა და გახდა პირველი ქართველი, რომელიც მერსისაიდელთა რიგებში ითამაშებს. აქამდე პრემიერლიგაში ბურთი მხოლოდ ხუთ ქართველს უგორებია. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი დარწმუნებულია, რომ გიორგი თანამემამულეებს უმაღლეს დონეზე ასპარეზობისკენ წააქეზებს. სანიოლმა „ლივერპულის’’ საიტს ასე უთხრა: „მამარდაშვილის „ლივერპულში’’ გადასვლა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური ამბავია. აუცილებელია, ამ ქვეყნის რაც შეიძლება მეტმა ფეხბურთელმა...
იამალი, ჯუჯები და ქერა ქალები დიდი მკერდით
გასაგებად მოვყვეთ რა ამბავი ატყდა იმის გამო, რომ ლამინ იამალმა თავის მეთვრამეტე დაბადების დღეზე ჯუჯა მსახიობების ანსამბლი დაპატიჟა, ოღონდ მანამდე თავად დღეობა აღვწეროთ. იქ ხომ მარტო ჯუჯები არ იყვნენ, 200 კაცი ზეიმობდა. იამალს, რომლის ქონება უკვე 5 მილიონი ევროა, შეუძლია თავს...
იბერიამ ლიგა შეცვალა, ანგარიში – არა
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან „იბერია 1999“ კონფერენციის ლიგაში გადაინაცვლებს. ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა შვედურ „მალმიოსთან“ განმეორებით მატჩშიც 1:3 წააგო. თბილისელებმა მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშეს. უფრო სწორად, მეტოქეს არ მისცეს თამაშის საშუალება და ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შესვენების შემდეგ კი შვედების უპირატესობა ყველაფერში აისახა: მეორე ტაიმი 15 წუთის დაწყებული იყო მასპინძლები უკვე ორი ბურთით რომ იგებდნენ. ამას...
ივა გელაშვილი საბერძნეთში ითამაშებს
თბილისის „იბერია 1999“-ის ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი კარიერას საბერძნეთის სუპერლიგის კლუბ „პანსერაიკოსში“ გააგრძელებს. ფეხბურთელმა კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გელაშვილი 2001 წელს თბილისში დაიბადა. 192 სანრიმეტრი სიმაღლის ფეხბურთელი ამპლუით ცენტრალური მცველია, ბოლოს იგი საქართველოს ჩემპიონის, თბილისის „იბერიას“ ღირსებას იცავდა, სადაც 2023 წლიდან თამაშობდა, 46 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა. გელაშვილმა...
ორი ქართველი მერვედფინალში
ბათუმში მიმდინარე მოჭდრაკე ქალთა მსოფლიო თასს ორი ქართველი შემორჩა – ნანა ძაგნიძე და ლელა ჯავახიშვილი. მერვედფინალში პირველი ჯავახიშვილი გავიდა, ვინაც რუს პოლინა შუვალოვას საქმე კლასიკურ პატიებში მოუმთავრა და 1,5:0,5 დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე ჯავახიშვილის მეტოქე ჩინელი სონგ იუქსინი იქნება. მძიმე ბრძოლა გადაიტანა ძაგნიძემ, რომელმაც კიდევ ერთი რუსს, ვალენტინა გუნინას 4:2 მოუგო: კლასიკური პარტიები ყაიმით დასრულდა, ასევე...









